პარასკევი, 26.04.2024, 10:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25

 

25 ნოემბრის სკვერში სამი საათისთვის უკვე ტევა არ იყო.

„არასოდეს დაუშვათ ქალთა მიმართ ძალადობა!" - ეს ერთ-ერთია იმ სლოგანთაგან, რომლითაც  მდუმარე აქციის წარმომადგენელებმა  საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებმა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა.

აქციის შესახებ ტელეარხებითა და რადიოთი გასულმა სიუჟეტებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ „ძალადობა  ბოროტებაა!"

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1359 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

 

აქციის მონაწილეთა დიდი უმეტესობა ახალგაზრდა იყო. ამან განსაკუთრებულობა შესძინა 16-დღიანი კამპანიის პირველი დღის ღონისძიებას, რადგანაც, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ბოროტება და უზნეობაა.

აქციაზე, რომელიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქალაქის ინტელიგენციამ, დევნილებმა.

ყოველი მათგანი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობას წინ უნდა აღუდგეს არა მარტო აქციის დღეს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 930 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

 

ზუსტად სამ საათზე ჩაერთო ხობი 16-დღიან კამპანიაში, რომლის წლევანდელი სლოგანია „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე!"

აქციის მონაწილენი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ შეიკრიბნენ ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის თაოსნობით.

აქციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალთა უფლებების დაცვის გლობალური მოძრაობის მნიშვნელობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობრივი მენტალიტეტის გარდაქმნისათვის.

აქციას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი სალომე ქაჯაია.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 973 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

 

12 საათზე ფონდმა „სოხუმმა" პრეს-ბრიფინგი გამართა.

რეგიონული თუ რესპუბლიკური მასმედიის წარმომადგენლებისათვის გასაგები იყო ფონდში შეკრების მიზეზი, რადგან ჟურნალისტებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კარგად იციან, რას ნიშნავს 25 ნოემბერი და 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

შეკრებილთ გადაეცა კამპანიის ატრიბუტები და კალენდარული გეგმა. ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობას მიიღებს და გააშუქებს მედიაში სხვადასხვა ღონისძიებას.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 897 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთობლივი მონდომებით ხონის ცენტრში 40-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ხალხმრავალი აქციით გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიას ხონში მცხოვრებნი, მათ შორის დევნილები. მათ აერთიანებთ მისწრაფება - ბოლო მოეღოს ასე გავრცელებულ ძალადობას ქალთა მიმართ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 969 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

 

აქცია ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზატორობით ჩატარდა,  მაგრამ მან გააერთიანა ზუგდიდში მოქმედი ქალთა ორგანიზაციები: ასოციაცია „მერკური", „იმედი", სამეგრელოს გენდერული ქსელი, „სამეგრელო-მედეა".

მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა რადიო „ათინათიდან" და TV - მაესტროდან.

აქციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ,  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შიდსით დაავადებულთა ფონდის მხარდაჭერა, რადგან 16-დღიანი კამპანიის ერთი დღე - 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 958 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

16-დღიან კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ლიდერთა სკოლის მონაწილენი.

ერთ-ერთმა მათგანმა ილონა ყურაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა წყალტუბოში, სანატორიუმ  გეოლოგში" ჩასახლებულ დევნილ ქალებთან.

ზოგიერთმა მათგანმა არაფერი იცოდა კამპანიის შესახებ და ამიტომაც მათი ინტერესი განსაკუთრებული იყო.

-  მე არაერთ ამგვარ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ბევრი რამ  გავიგო . მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად და ძალადობის აღმოსაფხვრელად, -  აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სტუდენტმა ეთერ ხაჭაპურიძემ. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

შეხვედრაზე  კლუბის სამომავლო საქმიანობა განისაზღვრა - თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ ქალებმა პრობლემების ადვოკატირებისა და საპარლამენტო არჩევნებში ქალთა მხარდაჭერისათვის. ქალების უმრავლესობამ საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კაპანიის შესახებ.

-აქციაში ვმონაწილეობდით ადგილობრივი და დევნილი  ქალები,  დიდი იყო დაინტერესება საზოგადოების მხრიდან, - ნანა კეკელიძე.

შეხვედრაზე დასახელდა  კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებისათვის - ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი  -  ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნინო ნიკოლაიშვილი  პარლამენტში თანაქალაქელების ინტერესების დაცვას შეძლებს.

შეხვედრას გაზეთ „ალიონის" რედაქტორი ნუგზარ ასათიანი დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობას ოზურგეთში კარგად იცნობენ, „ალიონში"  სისტემატურად იბეჭდა ინფორმაციები  ამომრჩეველ ქალთა კლუბის  საქმიანობის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 840 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011


წყალტუბოში, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების მიერ აქცია ყოველწლიურად ტარდება.

ამჯერად  ქალაქის ცენტრალურ პარკში  დაიწყო სამ საათზე  და ერთი საათი გაგრძელდა.

აქციის მონაწილე იყო 30 მეტი ადამიანი - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ლიდერთა სკოლის გოგონები და ის ქალბატონები, რომლებიც  ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ღონისძიებებს.

აქციაზე მობრძანდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები.

აქციის დროს დარიგებულმა საინფორმაციო მასალებმა (პოსტერი, ბუკლეტი, კალენდარი) და მოწოდებებმა - დააინტერესა არა მარტო ქალები, არამედ ახალგაზრდა მამაკაცებიც.

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 831 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011


საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფოთიც აქტიურად გამოეხმაურა.

„ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია!"

„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!"

ამ მოწოდებებთან ერთად აქციის მონაწილე 25 ქალს ხელში ეჭირა პოსტერები ფონდი „სოხუმის" ტრადიციული სლოგანით „ძალადობა ბოროტებაა!"

აქციას შემოუერთდნენ გამვლელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

აქციის ყველა მონაწილემ გაიზიარა კამპანიის არსი, რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ოჯახში მშვიდობის დამყარებას უკავშირდება.

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 902 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011


16-დღიანი კამპანიის პირველი დღე ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც აქციით აღინიშნა. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ქალებმა ვერ შეძლეს გადმოსვლა, ამიტომ სოფლის ცენტრში მხოლოდ ხურჩელი ქალები შეიკრიბნენ.

თუმცა აქ ყველაზე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო, მან მაინც მიაღწია მიზანს - განაგრძო ის მენტალური ცვლილებები, რომელთაც ფონდი „სოხუმის" ღონისძიებები უწყობს ხელს.

„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!" - ეს მოწოდება განსაკუთრებულ ძალას იძენს საზოგადოებაში, სადაც ქალი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. 

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 959 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის წინ ჩატარებულ აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. აქციას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეებს დაურიგდათ ფონდ „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები.

მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება  მიიპყრო აქციის მთავარმა ლოზუნგმა - „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე" და აქციის მთავარმა ატრიბუტმა - ცისფერმა შარფმა, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალბატონებს.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 916 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0