ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერითა და ლიდერ გოგონათა ჯგუფის სცენარით მომზადდა ტელე-სიუჟეტი „მშვიდობისმყოფელობა". სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს მშვიდობისმყოფელობის თემაზე მომუშავე ადამიანების საქმიანობაზე. სიუჟეტის ავტორები ენგურისპირას მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ახალგაზრდებს, გაესაუბრნენ.
„ქალთა აქტიურობის ზრდა დემოკრატიის მშენებლობისათვის", - ეს იყო ლიდერ გოგონათა ჯგუფის მიერ მომზადებული მეორე ტელესიუჟეტის მიზანი.
„ ქალთა აქტიურობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე, ახალგაზრდული ხედვები ქალთა გააქტიურებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისათვის,"-აი თემები, რომლებზეც სიუჟეტის ავტორებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს. |