შაბათი, 23.11.2024, 23:14
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფილმები

„ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება“ - ამ სათაურით ფონდმა „სოხუმმა“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია პროექტის „ქალები და გოგონები -  მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ შედეგები და გვიყვება იმ აქტივობებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც პროექტის მონაწილეებმა განახორციელეს.

ფილმი საუკეთესოდ ასახავს ქალთა და გოგონათა სამშვიდობო სულისკვეთებას; თვალსაჩინოს ხდის ჩატარებულ დისკუსიებს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გაძლიერებისათვის; გვიჩვენებს ფონდი „სოხუმის“ მუშაობას ქალთა და გოგონათა ახალი ჯგუფების ჩასართავად სამოქალაქო აქტივობებში, თანამშრომლობას სხვადასხვა სტრუქტურასთან.

ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შემაჯამებელ სემინარზე, 28 დეკემბერს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 28.12.2014

 

- არის თუ არა ინტეგრაციის პრობლემა აქტუალური, რამდენად ადვილია ან რთულია ადაპტაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან, - 30 იანვარს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

 დისკუსიას წინ უძღოდა ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება. სცენარის მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ გოგონას შეუყვარდება ადგილობრივი ბიჭი. ამ ქორწინების წინააღმდეგია დედა, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა დევნილია.

- გაიმარჯვებს თუ არა სიყვარული, არის თუ არა მსგავსი პრობლემა ჩვენს  საზოგადოებაში და როგორ შეიძლება მისი მოგვარება - დისკუსია სწორედ ამ შეკითხვებით დაიწყო.

 მონაწილეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინტეგრაცია ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა. რომელსაც ამყარებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. გამოსავალი სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრევაშია.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით.

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 984 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2013

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 949 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2012

„ძალადობის პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრა წარმოუდგენელია. იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ: სახელმწიფომ ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობა არ უნდა დაუშვას!" - ეს მოსაზრება გადაცემის მონაწილეთა საერთო პათოსს გამოხატავს. დისკუსიებს კი დასაბამი ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებულმა ფილმმა მისცა - „ფორუმ თეატრი - სცენები რეალური ცხოვრებიდან". როგორც გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, ფილმი ძალიან ეფექტური საშუალება იქნება არაძალადობრივი ცნობიერების  პროპაგანდისათვის. „ჩვენ ძალადობის მაგალითებს ვაჩვენებთ და არ ვკარნახობთ გამოსავალს";  „არ ვისახავთ მიზნად, ვამტკიცოთ  -  ძალადობა ცუდია.  ჩვენ საფუძველს ვუყრით დისკუსიებს ძალადობის დაძლევის გზებზე", - ასე აქვთ გააზრებული ფორუმ-თეატრის ნორჩ მსახიობებს საკუთარი მისია.

გადაცემაზე მოწვეულმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა, სკოლების ხელმძღვანელებმა, ფსიქოლოგებმა, ადამიანის უფლებათდამცავებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააჟღერეს მეტად  საინტერესო ინფორმაციები მსხვერპლის რეფერირების მექანიზმების ირგვლივ.  კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი კანონის მექანიზმების ამოქმედებაზე, რომელსაც შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

მოქალაქეთა ზარები და ჩატარებული ინტერაქტივის შედეგი მოწმობს, რომ ამ კუთხით სამუშაო მართლაც ბევრია: კითხვაზე - აქვს თუ არა გარანტირებული მსხვერპლს სათანადო დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ  - 38 %,  არა - 62 %. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 984 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2012

 

ფონდი „სოხუმის"  მხარდაჭერითა და ლიდერ გოგონათა ჯგუფის სცენარით მომზადდა ტელე-სიუჟეტი „მშვიდობისმყოფელობა". სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს მშვიდობისმყოფელობის თემაზე მომუშავე ადამიანების საქმიანობაზე. სიუჟეტის ავტორები ენგურისპირას მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ახალგაზრდებს, გაესაუბრნენ.

„ქალთა აქტიურობის ზრდა დემოკრატიის მშენებლობისათვის", - ეს იყო ლიდერ გოგონათა ჯგუფის მიერ მომზადებული მეორე ტელესიუჟეტის მიზანი.

„ ქალთა აქტიურობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე, ახალგაზრდული ხედვები ქალთა გააქტიურებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისათვის,"-აი თემები, რომლებზეც სიუჟეტის ავტორებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს.

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 865 | დაამატა: admin | თარიღი: 11.11.2011

 

პროექტის "დასავლეთ საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა მობილიზაცია, რეაბილიტაცია და მდგრადი განვითარება მათი მდგომარეობის შეცვლის მიზნით საზოგადოებასა და ოჯახშიფარგლებში, რომელიც ხორციელდება EED ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილია ფილმი ფონდი "სოხუმის” ფორუმ-თეატრის შესახებ. ფილმში საუბარია იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ფორუმ-თეატრის შექმნის შესახებ, რაზეა დაფუძნებული მისი საქმიანობა, რა მიზანს ემსახურება დასი, რომელიც მთელს საქართველოში მოგზაურობს და ახსენებს მაყურებელს, რომ ძალადობა - ბოროტებაა, აიძულებს იფიქროს პრობლემაზე, იმსჯელოს საკითხის ირგვლივ, მონაწილეობა მიიღონ წარმოდგენაში და შემოგვთავაზოს პრობლემის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1589 | დაამატა: moderatori | თარიღი: 15.07.2010

1 2 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0