სამშაბათი, 19.03.2024, 10:55
მოგესალმები სტუმარი

...

 

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“,  სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.

გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.

გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1362 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

 

6 მარტს ფოთის 1-ლ სკოლაში  ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა ჩაატარა აქცია, დაარიგა საინფორმაციო ფურცლები და მოსწავლეებს მოუთხრო ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ.

8 მარტს ხონის ქუჩებში გამოჩნდნენ გოგონები და ბიჭები - ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები. ისინი ავრცელებდნენ საინფორმაციო ფურცლებს და ბარათებს. ბარათებზე მითითებულია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების (მათ შორის - ხონში) საკონტაქტო ინფორმაცია. აქციამ  ქალების ინტერესი გამოიწვია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1381 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

 

გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ 8 მარტს, ქუთაისში, შეუერთდა საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციას, რომლის ძირითადი სლოგანები იყო:  „მეტი ქალი პარლამენტში!“, „მეტი ქალი პოლიტიკაში!“, „მიეცი ქალს ხმა!“.

აქცია საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.

აქციაში მონაწილეობით ფონდის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია -  მხარდაჭერილი იქნეს  ქალთა პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში.

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1328 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ გამართა წარმოდგენები. მაყურებელთა შორის სჭარბობდნენ მოსწავლეები.

მათ თავი შეიკავეს სცენებში ჩართვისგან, მაგრამ აქტიური და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1821 | დაამატა: admin | თარიღი: 06.03.2015

 

ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა  12 მოსწავლის მონაწილეობით.

შეხვედრაზე საუბარი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე, ქალთა სოლიდარობაზე თავიანთი უფლებების დაცვისათვის.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა ინფორმაციული დეფიციტი განსახილველი თემების გარშემო. ამიტომ დროის დიდი ნაწილი ძირითად თემას დაეთმო.

მონაწილეებმა შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს, რაც გარკვეულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1183 | დაამატა: admin | თარიღი: 05.03.2015

ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღისა და წარმატებულ ქალთა შესახებ, გაიგეს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე.

მრგვალი მაგიდის დროს გამოიკვეთა - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური რეაბილიტაციის და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ინფორმაციის მოწოდების პრობლემები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1095 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე,  ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1257 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

1 2 3 ... 251 252 »
 
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0