შაბათი, 23.11.2024, 22:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმები

 

სასიამოვნო სიახლე: ოზურგეთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საკრებულო (15 წევრისგან შემდგარი)  და გენდერული საკონსულტაციო საბჭო (5 წევრით), რომლებიც თავის თავზე აიღებენ მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის ახალგაზრდულ ნაწილს.

იმ ახალგაზრდების სახელები და გვარები წაკითხულ იქნა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმი „გენდერის კულტურა“ ოზურგეთის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა, როგორც დამამთავრებელი აკორდი პროექტისა „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად“.

 

ფორუმის მაღალი დონე ყველაფერმა ერთად განაპირობა:

მონაწილეები - პროექტში ჩართული მოსწავლეები, მწრვთნელები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები

სტუმრები - ოზურგეთის პოლიტიკური ელიტა, ორივე საკრებულოს ხელმძღვანელები და წევრები, სხვადასხვა სამსახურის და მედიის წარმომადგენლები

ჩატარების ფორმა - ექსპერტული ხედვა, ჯგუფური მუშაობა, პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება

 

ფორუმმა ნაყოფიერად იმუშავა და შედეგსა მიაღწია - კარგად წარმოჩინდა პროექტის ეფექტურობა, შემუშავდა სამუშაო სტრატეგია, ახალი საპროექტო წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც უსათუოდ ჰპოვებენ მხარდაჭერას. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 780 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2015

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

ფონდმა „სოხუმმა" ასზე მეტი ღონისძიება ჩაატარა, მაგრამ სამოქალაქო ფორუმი ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან მან შეაჯამა ფონდის მუშაობა და სამომავლო გეგმებიც დაისახა.

ფორუმზე გაიმართა ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

წარმოდგენილ ფოტოსტენდებზე კარგად ჩანდა ფონდის მრავალფეროვანი მუშაობა რეგიონებში.

უამინდობის მიუხედავად, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს - ქუთაისის, წყალტუბო, ხონის, სენაკის, ფოთისზუგდიდის, ოზურგეთის - ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა, ჟურნალისტებმა, ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.

ფორუმზე შეფას სიტუაციქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრობლემის პრევენციის კუთხით, ჯგუფური მუშაობის შედეგად კი ჩამოყალიბდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სტრატეგი ოჯახში ძალადობის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენისა და მართვის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2013

50-მდე ადამიანი შეიკრიბა სამოქალაქო ფორუმზე ბათუმში (სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები).

ფორუმის თემად შერჩეული იყო:  ოჯახში ძალადობა -  საზოგადოებრივი სატკივარი.

ექსპერტების გამოსვლის შემდეგ მუშაობა ჩატარდა ოთხ ჯგუფში.

მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს ამ პრობლემაზე, როგორც სოციალურ ბოროტებაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე პრობლემის მიმართ.  ყოველივე ეს კარგად გამოჩნდა  პრეზენტაციებში და აისახა  რეკომენდაციებსა და წინადადებებში.

ეს იყო ბოლო აკორდი პროექტისა „ახალგაზრდობა არაძალადობრივი კულტურისთვის ბათუმში", რომელიც დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2013

 

„ოჯახური ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა"- ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდი  ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი ქალთა საერთაშორისო დღის მეასე წლისთავს მიეძღვნა. ფორუმი ცხრა მარტს გაიმართა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფების" საკონფერენციო დარბაზში.

ორივე ფონდის წარმომადგენლებმა ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული საქმიანობა გააცნეს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.

ექსპერტმა ილიკო ნაცვალაძემ საქართველოში ოჯახში ძალადობის სიტუაციური ანალიზი გააკეთა.

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ ფორუმი ჯგუფურ მუშაობაზე გადავიდა.

„ოჯახური ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალებზე" -  ამ პრობლემას განიხილავდა ხუთი ჯგუფი: სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, იურისტები და ფსიქოლოგები, მასმედია, მეწარმე ქალები, სამოქალაქო საზოგადოება.

მუშაობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მზად იყო ხუთივე  ჯგუფის „იდეის ფარდაგი", რომლებზეც ფორუმის მონაწილეებმა  პრობლემის დაძლევის პრევენციული მექანიზმები ჩამოაყალიბეს.

მობილურმა  ჯგუფმა ამ ნამუშევრების მიხედვით  ოჯახური ძალადობის პრევენციის სტრატეგია  და ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

მონაწილეებმა ფორუმს მაღალი შეფასება მისცეს. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა განსაკუთრებით გულთან ახლოს მიიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და მასმედიის წარმომადგენელმა მამაკაცებმა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს.

ფორუმი გაშუქდა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხით, რეგიონული ტელეკომპანიებით "რიონი”, მეგა-ტვ”, რადიო "ძველი ქალაქი”.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 1836 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2011

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართა  ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში. წარმოდგენას დაახლოებით 45 ახალგაზრდა დაესწრო. ისინი აქტიურად ჩაერთნენ თითოეული სცენარის განხილვაში. დასახელდა ძალადობისაგან თავის არიდების სხვადასხვა ვარიანტები. მათი აზრით, როცა ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა, საუკეთესო გამოსავალია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობდეს, რადგან რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციებისა და ძალადობის წარმოქმნას. 

31 იანვარს ფორუმ-თეატრი მე-15 საჯარო სკოლას სტუმრობდა. აშკარა გახდა, რომ მსგავსი წარმოდგენა მათთვის ახალი იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია აქტიურობისათვის. სულ მალე მაყურებელმა მსახიობები შეცვალეს და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზეს. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 1157 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.01.2011

 ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში" გაიმართა სამოქალაქო ფორუმი  თემაზე : „ ქალთა სოლიდარობა გენდერული ძალადობის წინაღმდეგ".

ფორუმზე სარვამარტო განწყობა შეინიშნებოდა. სხვა ფორუმებისგან განსხვავებით, ძირითადად ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ, მათ შორის კლუბების მოდერატორები და მოხალისეები ოზურგეთიდან, ბათუმიდან. ხობიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, ფოთიდან.

მუშაობის სტილი არატრადიციული გამოვიდა. შეკრებილები ექვს საერთაშორისო კაფეში განაწილდნენ(არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ახალგაზრდები, ქართველი ქალი, ქართველი კაცი, ქალთა მოძრაობის გამოცდილება) და იქაური პოზიციიდან განიხილავდნენ აღნიშნულ თემას. კაფეებში ქალთა სოლიდარობის პრობლემა ძირითადად სამი კუთხით განიხილეს: რა უნდა გაკეთდეს ქალთა სოლიდარობის მისაღწევად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ,შერიგების პროცესში და  პოლიტიკაში.

პრეზენტაციებზე კარგად გამოიკვეთა ჯგუფების პოზიციები და ჩამოყალიბდა ერთგვარი რეკონდაციები: სოლიდარობის მისაღწევად აუცილებელია ქალთა მეტი აქტიურობა, ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ, სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური ჩართვა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სხვა.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 1701 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0