შაბათი, 23.11.2024, 22:38
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

 

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა ქალთა სოლიდარობის კვირეულთან დაკავშირებით.

ეს იყო საინტერესო  შეხვედრა, ინტერაქტივი, საუბარი ახალგაზრდებისთვის უცნობ თემაზე და აქტიური დისკუსია.

მონაწილეებმა  გამოხატეს კმაყოფილება და დიდი სურვილი - ხშირად დაესწრონ შეხვედრებს ასეთ თემაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლი­დერ­თა სკო­ლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა.

ის 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის  არ­ჩევ­ნებში კან­დი­და­ტად იყო წარ­დგე­ნი­ლი და კენჭს იყ­რი­და ქუ­თა­ის­ში.  არ­ჩევ­ნებში და­მარცხების  მიუხედავად, მი­ი­ღო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლება და მუშაობას ამ მი­მარ­თუ­ლებით მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებშიც გა­აგრძელებს.

ასმათ დვალიშვილმა გენდერულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქუთაისის მე-17, მე-40 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის №6 საშუალო სკოლების მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.

სენაკის სამხედრო ბაზაში ოფიცრების მეუღლეებთან გამართული საინტერესო შეხვედრა  კი დედის დღეს მიეძღვნა.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 793 | დაამატა: admin | თარიღი: 03.03.2015

 

ქუთაისელი ჟურნალისტები ინტერესით გაეცნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას ქალაქის საბავშვო ბაღებში.

მედიის წარმომადგენლებთან ტრადიციულ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ  საბჭოს წევრები, ბაღის გამგეები (მათ შორის - ერთადერთი მამაკაცი), აღმზრდელები, მეთოდისტები...  

და განსაკუთრებული სტუმარი - ქალაქში (და არა მარტო)  ბაბუების ერთადერთი კლუბის დამფუძნებელი, რომელმაც თავისი ინიციატივით გადაწყვიტა, დახმარებოდა ბაღს, სადაც მისი შვილიშვილი დადის...

ეს უჩვეულო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის იქცა გენდერული საბჭოს მუშაობით მეტი დაინტერესების სტიმულად და „უკარნახა“ პუბლიკაციებისა და სიუჟეტების თემატიკა...

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2015

 

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით გაფორმდა შეთანხმება ერთობლივი ტრენინგების ჩატარების თაობაზე გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდული ჯგუფისათვის. ამ ინიციატივის განხორციელება შესაძლებელი გახდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგად. საბჭოს წევრთა აზრით, ეს ინიციატივა პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ასევე ახალგაზრდობაზე, რომელიც ქალაქის მომავალს წარმოადგენს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2015

 

24 თებერვალს ბათუმის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მორიგ შეხვედრაზე    ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედი გეგმის დოკუმენტზე მუშაობა გააგრძელეს და საბოლოო ვარიანტის დამტკიცების ვადებზე შეთანხმდნენ. განისაზღვრა ჯგუფები და საკითხები ადგილობრივ გენდერულ საჭიროებათა კვლევისთვის. შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფი კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და დაისახა მოქმედების სტრატეგია.

საბჭოს წევრებმა პოზიტიური შეფასება მისცეს გენდერული განათლების ხელშემწყობი შეხვედრების ციკლის „თაობათა დიალოგის“ დაწყებას, რომელიც საბჭოს ეგიდით ხორციელდება და მისი გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2015

 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგებს - მიიღეს ინფორმაცია ჩატარებული კვლევების, ბათუმის გენდერული პოლიტიკის და იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც საბჭომ შეიმუშავა გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თემები, რომლებზეც საბჭო მუშაობს, აქტუალურია და მათი საქმიანობის ასახვაც სისტემატურად მიმდინარეობს ადგილობრივ მედიაში.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 803 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2015

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა წუწუნავას ქუჩის მცხოვრებთ. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელთა გადაჭრა განსაკუთრებულ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული: მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხი, რის გამოც წვიმის დროს იტბორება მთელი ქუჩა; ნახევარ ქუჩაზე არ არის გარეგანათება და საღამოს გარეთ გასვლა თითქმის ვერ ხერხდება; ქუჩაზე ადრე იყო ე.წ. „უსინათლოთა საზოგადოების“ შენობა, რომელიც დაიშალა. მის ნანგრევებში ზაფხულობით იბუდებს ქვეწარმავლები და ბავშვებისთვის ეზოში თამაში საშიშია; მილხიდი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ დაბალი სიმაღლის მსუბუქი ავტომობილებისთვის მასზე გადასვლა პრობლემას წარმოადგენს.

იურისტმა მოამზადა განცხადება, რომელსაც შეიტანენ ქალაქის მერიაში და შემდეგ მოხდება პრობლემის ადვოკატირება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2015

1 2 3 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0