ფოთის 1-ლ საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 17 გოგონამ.
საინტერესოდ გაიშალა შეხვედრის თემა „გენდერული საზოგადოების განვითარება საქართველოში“. იყო აქტიური დისკუსია და სამომავლო გეგმებზე საუბარი - 6 მარტს მოხალისეთა ჯგუფი და კლუბის აქტიური წევრები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში გაიმართა. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ოთახში კლუბის და საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ საბჭოს მუშაობის შედეგებზე და მომავალში განსახორციელებელ ორ პროექტზე ისაუბრა. მან ასევე საბჭოს მუშაობის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბთან თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებას უწყობს ხელს.
შეხვედრის მონაწილეებმა დასახეს გეგმები, როგორ აღნიშნონ მარტის დასაწყისში ქალთა სოლიდარობის დღეები.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში არსებულმა ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა ხონის მესამე საჯარო სკოლაში. ეს იყო მსგავსი ხასიათის პირველი ღონისძიება ამ სკოლაში - 19 მოსწავლე საუბრობდა საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარებაზე.
დისკუსია გამოირჩეოდა აქტიური აუდიტორიით, ჩართულობით, საინტერესო გამოსვლებით. რაც მთავარია, ორივე მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩატარებული შეხვედრით და მომავალი თანამშრომლობაც დასახეს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
9 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. განხილულ იქნა ქალაქის ბიუჯეტის ის პუნქტები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს. გამოვლინდა ორი პრობლემა, რომელთა ადვოკატირებასაც შეეცდებიან კლუბის წევრი ქალბატონები.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ექიმი-ფსიქოთერაპევტი გია მოშიაშვილი. მან კლუბის წევრებს (განსაკუთრებით - პედაგოგებს) ჩაუტარა ლექცია, როგორ იურთიერთობონ ისეთ ბავშვებთან, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ არიან. ამას გარდა მან კომპეტენტური პასუხები გასცა მონაწილეთა შეკითხვებს.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 10 გოგონამ, რომელთა აქტიურობითაც გაიმართა მსჯელობა თემაზე „გენდერული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“.
ნაცნობმა თემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მოწონს გენდერული საზოგადოების განვითარება, ნაწილი კი ყოველთვის მოიშველიებს მშობლების აზრს: „მამაკაცი ოჯახში არის მთავარი და მას განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება“.
დისკუსია იყო ძალიან აქტიური, არავინ არ თმობდა საკუთარ პოზიციას, თუმცა ყველა ემხრობა აზრს, რომ „ახალგაზრდა თაობამ უნდა იცხოვროს თანაბარუფლებიან და არაძალადობრივ საზოგადოებაში“.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრა. ეს იყო არასამთავრობო სექტორის პირველი შესვლა სკოლაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მეთერთმეტეკლასელმა.
მათთვის უცნობი იყო შეხვედრის თემა „გენდერული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“. თავიდან ჩუმად იყვნენ, შემდეგ კი აქტიურად იმსჯელეს ტრადიციებზე, მამაკაცის კულტზე, განსაკუთრებით - სამეგრელოში. აღნიშნეს, რომ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ძნელია მისი დამკვიდრება, რადგან სტერეოტიპული აზროვნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე.
როგორც სხვა სკოლებში, აქაც ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ შესახებ, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი და მოხალისეთა ჯგუფი.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer