შაბათი, 23.11.2024, 22:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი  თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.

საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა აზრთა სხვადასხვაობისა და აქტიური დისკუსიის ფონზე განიხილეს გენდერული თანასწორობის თემა. მონაწილეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც ქალთა მიმართ  ძალადობის განვითარებას  უწყობს ხელს, იფიქრეს გამოსავალზე.

მეორე დღეს გამგეობის დარბაზი ახალგაზრდებს დაეთმო. მსჯელობა იმავე საკითხებზე გაგრძელდა.

მონაწილეთა საერთო მოსაზრებით, საზოგადოებაში ინფორმირების დეფიციტია და  დისკუსია ამ თემებზე უნდა გაგრძელდეს.

ტრენინგი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 27.02.2015

 

საირმეში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.

გენდერული ძალადობა, ადვოკატირება, კომუნიკაცია - ამ თემების ირგვლივ  საინტერესო მუშაობა წარიმართა.

ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უფრო ნათლად გააცნობიერეს, რა შეიძლება მათი მხრიდან გაკეთდეს ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დახმარებისათვის. ისაუბრეს ამ პროცესში არსებულ პრობლემებზე. მათი აზრით, საზოგადოებასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო, რათა ქალი გახდეს  ძლიერი, შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 21.02.2015

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის და საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში მობილიზებული ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროექტის დიზაინი და მართვა“. 

ტრენინგი მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. მონაწილეთა დიდი მოტივაციის შედეგად ის საპროეტო იდეები რაც საბჭოს წევრებს ქონდათ, ტრენინგის ბოლოს პროექტებად ჩამოყალიბდა. თეორიული და პრაქტიკული მასალის შერწყმამ ტრენინგის თემატიკა მისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი გახადა მონაწილეებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 12.02.2015

თბილისში ჩატარდა სამდღიანი სემინარი ტრენერებისათვის არტთერაპიის მეთოდების გამოყენების კუთხით ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრენინგი მიჰყავდა  რუსეთიდან ჩამოსულ სპეციალისტს ნატალია ნელიდოვას.

„მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს ოცწლიანი ისტორია აქვთ. ეს არის ინსტრუმენტი რომელმაც მრავალგზის დაადასტურა ეფექტურობა. მას იყენებენ ოჯახურ თერაპიასთან, გეშტალტთერაპიასთან, არტთერაპიასთან ერთად... - აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. -  გარკვეული ბარათის აღება არ არის შემთხვევითი.  ჩვენ ვუყურებთ სურათს და სიტყვები და სახეები თავისდაუნებურად ჩნდება და ხვდება არსში, ხსნის გულში ღრმად ჩამალულსაც კი. ეს გასაოცარია. მაგრამ გასაოცარია ისიც, რომ ადამიანები ერთი და იმავე ბარათების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აკეთებენ. ეს მეთოდი გვეხმარება ნდობითი ატმოსფეროს შექმნაში, რთული სიტუაციის გარკვევაში“.

ტრენინგმა მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობის ახალი შესაძლებლობები დაანახა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 826 | დაამატა: admin | თარიღი: 01.02.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი  თემაზე „გენდერი საგანმანათლებლო სფეროში და ქალაქის ბიუჯეტში“, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორები ჩეხეთის ორგანიზაციიდან NESEHNUTI.

ტრენინგს უძღვებოდა ჩეხი მწვრთნელი ქრისტინა პეშაკოვა.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წევრები დაინტერესდნენ ჩეხეთის გამოცდილებით,  სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების მოდულით, მათი ბიუჯეტის გენდერული მგრძნობელობით.

ტრენინგის თემამ კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა გენდერული მიმართულებით.

-საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული აღზრდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ. საამისოდ კი ჯერ პედაგოგებმა უნდა მიიღონ შესაბამისი განათლება, კარგად უნდა გაერკვნენ გენდერულ თემატიკაში, მათ გოგონებს და ბიჭუნებს არჩევანის უფლება არ უნდა წაართვან, - აღინიშნა ტრენინგზე.  

საკრებულოს წევრებმა, რომლებიც საბჭოს წევრები არიან და ტრენინგის მონაწილე სხვა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარე გახდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2015

„ადვოკატირება და საზოგადოებრივი კამპანიები“ - ასეთი იყო თემა ლიდერ გოგონათა სკოლის მესამე ტრენინგისა, რომელიც 17-19 ოქტომბერს გაიმართა ბათუმში. ტრენინგის თემატიკამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

გოგონებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით გაამყარეს. გაწერეს ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. შეთანხმდნენ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში ჩასატარებელი მრგვალი მაგიდების თემებზე.  

ამას გარდა სკოლის გოგონები შეხვდნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ლიდერმა ქალბატონებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.

ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ტრენინგი შეაფასეს როგორც განსაკუთრებულად საინტერესო, სასარგებლო და ნაყოფიერი.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 19.10.2014

 

6-8 ოქტომბერს ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქის და რაიონის (ქუთაისი, ფოთი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი, ხონი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“.

ტრენინგზე ბევრი საკითხი განიხილეს: გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის სახელმწიფო კანონი, ეროვნული სამოქმედო გეგმა, სტამბოლის კონვენცია და ა.შ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქებისა და რაიონების მიხედვით შეიმუშავეს სტრატეგიული სამოქმედო გეგმები ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.

მონაწილეთა შეფასებები:

„ტრენინგზე კიდევ უფრო უკეთ გავიაზრეთ ჩვენი როლი და შესაძლებლობები და კონკრეტულ შემთხვევებში უფრო შედეგიანად ვიმოქმედებთ“.

„თუკი თემაზე ვსაუბრობთ, ესე იგი პრობლემა არსებობს. თუკი პრობლემა არსებობს, ესე იგი უნდა მოვაგვაროთ. ინფორმაციული თვალსაზრისით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ძალიან დაგვეხმარება“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 697 | დაამატა: admin | თარიღი: 08.10.2014

1 2 3 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0