საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ფოთიც აქტიურად გამოეხმაურა.
„ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია!"
„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!"
ამ მოწოდებებთან ერთად აქციის მონაწილე 25 ქალს ხელში ეჭირა
პოსტერები ფონდი „სოხუმის" ტრადიციული სლოგანით „ძალადობა ბოროტებაა!"
აქციას შემოუერთდნენ გამვლელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები.
აქციის ყველა მონაწილემ გაიზიარა კამპანიის არსი, რომ
მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ოჯახში მშვიდობის დამყარებას უკავშირდება.
|