წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის
შეხვედრაზე ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი პროექტისა და მიმდინარე წლის სამოქმედო
გეგმის შესახებ.
კლუბის წევრებმა გასული წლის შედეგებზეც
ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა მოსახლეობაში
არსებული პრობლემების ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანა და მათი გადაჭრისათვის გარკვეული
კონკრეტული სამუშაოს ჩატარება შეძლო.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს: „ახალი
პროექტი მნიშვნელოვანია, ის საშუალებას მოგვცემს არჩევნების წელს საარჩევნო პროცესებში
აქტიურად ჩავერთოთ".
|