ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 01


31 ოქტომბერი. მოსაღამოვდა. ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" სკვერში, რომელიც 25 ნოემბრის სახელს ატარებს, ქალები შეიკრიბნენ.

ყველას მწვანე ლენტი ეკეთა და ანთებული სანთელი ეჭირა. სანახაობა თითქოს რომანიტიკულს ჰგავდა, მაგრამ რომანტიკისაგან შორს იყო.  საერთაშორისო აქციის შინაარსი „არ არის ქალი - არ არის მშვიდობა!"

ერთ-ერთი მოწოდება ავღანელი ქალების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, რადგანაც მათ, როგორც ყველა ქალს, უფლება აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.

აქცია 31 ოქტომბერს - გაეროს რეზოლუცია 1325-ის მიღების დღეს გაიმართა. რეზოლუციის მიღებიდან 11 წელი გავიდა, მაგრამ ქალთა პოტენციალი კვლავაც გამოუყენებელი რჩება პოლიტიკაში, სამშვიდობო პროცესებში...

„ავამოქმედოთ რეზოლუცია 1325 - მშვიდობისა და თანასწორობისათვის" - აქციის მეორე მოწოდება მესიჯია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს უშლის ქალის ჩართვას საქვეყნო საქმეებში.

ერთსაათიანმა აქციამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მნიშვნელოვანი იყო მისი რეზონანსი მასმედიის საშუალებით (რეპორტაჟები გადასცა ტელეკომპანია „რიონმა", პირველმა არხმა და „იმედმა", რადიო „თავისუფლებამ").  

31 ოქტომბერს აქცია ერთდროულად ჩატარდა წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ხურჩაში, სენაკში, ფოთში.

თითქმის ყველგან წვიმდა, მაგრამ ქალები ერთი საათის განმავლობაში მაინც არ დაშლილან.

ორასამდე ქალმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საერთაშორისო ქალთა მოძრაობისადმი, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობა და  თანასწორობა.  

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 1151 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.11.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0