|
სტუდენტები უჩვეულო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში მათთვის აჩვენეს ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" (ფილმი ახალგაზრდებმა გადაიღეს ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით).
ფილმი ოჯახში ძალადობასა და მის ტრაგიკულ შედეგებზეა...
ფილმის ნახვის შემდეგ სტუდენტები ნელ-ნელა ჩაერთნენ დისკუსიაში. განსაკუთრებით გოგონები აქტიურობდნენ, რადგან, მათი აზრით, ძალადობას არავინ არ უნდა შეურიგდეს.
ახალგაზრდა მამაკაცთა ნაწილი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ისინი ქალებზე მაღლა დგანან და ქალი უსათუოდ მორჩილი უნდა იყოს.
თუმცა არაერთხელ გაიჟღერა ფრაზებმა: „სიყვარულით შექმნილ ოჯახში ძალადობის ადგილი არ არის", „ქალის უფლებები უკანა პლანზე არ უნდა იყოს გადაწეული".
„ეს სიტყვები ეხმიანება კამპანიის წლევანდელ სლოგანს, რომ ბედნიერი ოჯახი ბედნიერი სახელმწიფოს და, საერთოდ, მშვიდობიანი მსოფლიოს საწინდარია", - აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილე ანა ლეფსაია. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1008
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
28.11.2011
|
|
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მიერ თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მამაკაცები მონაწილეობდნენ.
ახალ პროექტს, მიეწოდათ ინფორმაცია 16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. გაიმართა დისკუსია თემაზე - ოჯახში ძალადობა. დიდი ინტერესი გამოიწვია გაეროს რეზოლუციამ 1325. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გაეროს ეს დოკუმენტი მრავალმხრივია - იცავს ქალს ძალადობისგან, ხელს უწყობს პოლიტიკაში მის ჩართვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრიდან ფოთის ქალთა კლუბს ახალი წევრები შეემატნენ. - ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, ვიზრუნებთ გავააქტიუროთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ქალბატონები, - ითქვა შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
906
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
28.11.2011
|
|
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოლოგთან კონსულტაცია გაიმართა, რომელსაც 21-დან 46-წლამდე ასაკის ქალები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაციით დაიწყო და გაგრძელდა სადისკუსიო თემით
„საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნება".
„ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს, ეს
ბუნებრივია, მაგრამ საკუთარ თავზე ყველას
მყარი მოსაზრება - საბაზო თვითშეფასება - უნდა ჰქონდეს. ადამიანს, შეიმეცნებს რა
საკუთარ თავს, არა სტიქიურად, არამედ გაცნობიერებულად შეუძლია მართოს საკუთარი ქცევები და დაკავდეს
თვითაღზრდით,-ხსნის ფსიქოლოგი."
„სხვა ჩემისთანა არც იყო და არც იქნება, ამიტომაც,
ვფიქრობ, უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ საკუთარ თავს",-თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა
მონაწილემ .
|
|
|
ქუთაისის საერო დამოუკიდებელი სკოლა ,,დვირეს” მასწავლებლები
და მოსწავლეებიც გაეცნენ ინფორმაციას 16-დღიანი
კამპანიის შესახებ.
გაიმართა საუბარი ძალადობის პრობლემის შესახებ. ითქვა კამპანიის
მნიშვნელობაზე და ფონდი ,,სოხუმის” აქტივობებზე.
მსმენელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს
ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. მათი
მხრიდან დაფიქსირდა შემდეგი აზრი: დაუშვებელია ძალადობასთან
შერიგება, რადგან ძალადობა ბოროტებაა.
მათ მხარი დაუჭირეს ფონდი „სოხუმის" პოზიციას და აღნიშნეს,
რომ მიიღეს ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაცია,
რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს დაურიგდათ ფონდი ,,სოხუმის” მიერ
გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და ბროშურები.
|
|
|
თანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა,
ამიტომაც განსაკუთრებით ღელავდნენ ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მსახიობები. ამჯარად
მათ უმასპინძლა ქუთაისის №41 საჯარო სკოლამ. დარბაზში მოსწავლეებთან ერთად ისხდნენ
პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
დასაწყისში მათ მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ და მის ფარგლებში
დაგეგმილ ათობით ღონისძიებაზე.
მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული სცენა. ბავშვები აქტიურად
ჩაერთნენ ფორუმ-თეატრის პროცესში.
ამგვარი ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრეს პედაგოგებმა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეიტყვეს 10 დეკემბერს ველოსიპედისტთა აქციასთან
დაკავშირებით და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.
|
| |