ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის წინ ჩატარებულ აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. აქციას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეებს დაურიგდათ ფონდ „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები.
მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აქციის მთავარმა ლოზუნგმა - „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე" და აქციის მთავარმა ატრიბუტმა - ცისფერმა შარფმა, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალბატონებს. |