შაბათი, 23.11.2024, 22:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » გამოფენები

 

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“,  სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.

გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.

გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1386 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

6 ივლისს ქუთაისში დასრულდა შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული გარემოს დაცვის ახალგაზრდული პროექტი. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი.

პროექტის დასკვნით დღეს  ჩაის სახლ „ფოე-ფოეში“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროექტის ისტორიას, შეიძინეს წარმოდგენილი ნამუშევრები. შემოსული თანხა მოხმარდება ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას. 

 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 06.07.2014

ქუთაისმა მოხალისეობის გამოფენა-ფორუმს უმასპინძლა (ორგანიზატორები - ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, აშშ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჰელფინგ ჰენდი”).

გამოფენაში, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებით, რომელსაც ახალგაზრდული ფრთის წევრები მარი კვეკვესკირი და გერმანელი მოხალისე ელენ შრიოდერი წარმოადგენდნენ. მაგიდაზე გამოფენილი იყო ფონდის პუბლიკაციები, რომელსაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ დამთვალიერებლები. რამდენიმე სტუდენტმა ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვა და მოხალისედ ჩაეწერა ახალგაზრდულ პროექტებში.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ გამოფენა-ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს. 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 970 | დაამატა: admin | თარიღი: 06.03.2014

5 ივლისს  დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში  ფოტოჟურნალისტ ვიქტორია ივლევას (რუსეთი) გამოფენის - ომის აპოთეოზი -  პრეზენტაცია შედგა.

პროექტი ხორციელდება ფონდი როზა ლუქსემბურგის ფინანსული მხარდაჭერით და ორგანიზება მოხდა 2 პარტნიორი ორგანიზაციის  კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდისოხუმი" (საქართველო) და რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირიდონის ქალების" (რუსეთი) მიერ.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ტაჯიკეთში, ავღანეთში, უგანდაში, ანგოლასა და რუანდაში გადაღებული  42 ფოტო.

 სპეციალურად პრეზენტაციისთვის მოსკოვიდან ჩამოვიდა, ავტორი ვიქტორია ივლევა.

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის  წევრები - ქალთა ეროვნული ფონდი „ტასოს" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერ-მედია-კავკასიის"  პრეზიდენტი გალინა პეტრიაშვილი, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკე, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს" თავმჯდომარე ნანული რამიშვილი, ფონდი "სოხუმის" თავმჯდომარე ალლა გამახარია, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

ფონდი „სოხუმის" შთაბეჭდილებათა წიგნში ვკითხულობთ:

-გამოფენაზე წარმოდგენილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ჰუმანიზმით გამსჭვალული შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებულად ამძაფრებს ომის საშინელებებს.

-ეს არის შემზარავი სიმართლე. ამ სურათებში ჩანს ბრალდებაც, თანაგრძნობაცა და პროტესტიც. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და უბედურება  მოაქვს ადამიანებისათვის.

-  მსგავსი რამ არსად  უნდა განმეორდეს! მადლობა ავტორს, მადლობა გამოფენის  ორგანიზატორებს! 

გამოფენა  9 ივლისამდე  გაგრძელდება.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 2125 | დაამატა: admin | თარიღი: 04.07.2011

 

ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მოეწყო სურათების გამოფენა. გამოიფინა დევნილი გოგონას - სალომე ხელაიას ნამუშევრები.  გამოფენის სლოგანი იყო - სილამაზე ძალადობის წინააღმდეგ. დამთვალიერებლებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, მათი აზრით 

ძალადობა ბოროტებაა და მისასალმებელია, რომ  მსოფლიო კამპანიაში საქართველოც მონაწილეობს.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1115 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

2009 წლის დეკემბერში, საშინელი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა ნებისმიერი ურთიერთობა საქართველოსა და რუსუთს შორის, თბილისში მშვიდობისმყოფელთა პირველ შეხვედრაზე შეიკრიბა ოცი ქართველი და რუსი ქალი.

ჩვენს შორის იყვნენ მასწავლებლები, ჟურნალისტები, ინჟინრები, ექიმები - ისინი ვისაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს ინტელიგენციას უწოდებდნენ. თავდაპირველად დიალოგის დაწყება რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ასე დაიბადა, "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსი". პროექტში ჩართულია ქალთა თოთხმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექვსი ჟურნალისტი რუსეთიდან და საქართველოდან. შექმნილია ინტერნეტ-ბლოგი "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი". გამოფენა "ომის აპოთეოზი" ჩვენი პირველი პირმშოა, ამ გამოფენის ავტორი ვიქტორია ივლევა კი - ერთ-ერთი ჩვენგანი.

 ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთვარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი. ამჟამად "Новая газета" - სპეციალური კორესპონდენტი. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა New York Times Magazine, Stern, Express, Sunday Times, Independent, Die Zeit, Focus, Marie-Claire\ 1988 წელს პარიზში გამოიცა ფოტოგრაფის ალბომი "Temps present de la Russie" 1989 წელს ალბომი გამოიცა .. - ში. 1991 წელს ვიქტორია ივლევას (მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტის, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის მე-4 რეაქტორში) ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა ფოტოჟურნალისტიკის სფეროს უდიდიდესი მსოფლიო კონკურსის "WorldPressPhoto" პრიზი "ოქროს თვალი". 1992 წელს საფრანგეთში პერპინიანის ფოტო-ფესტივალის საპატიო სტუმარი. 1994 წელს იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყო ერთადერთი რეპორტიორი, რომელიც იმყოფებოდა რუანდის ომში\ 2003-2005 წლებში, როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში,

აფრიკის ტერიტორიაზე. 2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნედობა ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნების ცხოვრებას. 2008 წელს მიიღო ფონდების "Die Zeit" (გერმანია) და Frit Ort (ნორვეგია) პრემია "აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა".

გამოფენა "ომის აპოთეოზი" შედგება 42 ფოტოსაგან, რომლებიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

გამოფენის ორგანიზებით დაკავებული იყვნენ ალიანს "მშვიდობისმყოფელი ქალები" - ის წევრები - ქართულ-აფხაზური კავშირი "პირისპირ" (საქართველო), კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" (საქართველო), რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დონის ქალები" (რუსეთი), საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ფონდ "ტასო" - ს და როზა ლუქსემბურგის სახელობის მხარდაჭერით.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1237 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0