შაბათი, 23.11.2024, 22:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღისა და წარმატებულ ქალთა შესახებ, გაიგეს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე.

მრგვალი მაგიდის დროს გამოიკვეთა - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური რეაბილიტაციის და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ინფორმაციის მოწოდების პრობლემები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1120 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე,  ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1285 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

30 იანვარს, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.

3 კოლექტიურ ცენტრში (სასტუმრო „კოლხეთი“, სამუსიკო სკოლა-ინტერნატი, სატრაქტორო ქარხანა) მცხოვრები დევნილები შეხვდნენ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სხვადასხვა სამსახურის, დევნილთა რეგიონალური ორგანოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს.

სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლები წინასწარ გაეცნენ დევნილთა  პრობლემებისა და წინადადებების პაკეტს, შეხვედრაზე მომზადებულები მოვიდნენ და ბევრ აქტუალურ  კითხვას გასცეს პასუხი. 

დევნილებმა გაიგეს ისიც, რომ რეაბილიტირებულ შენობებში აუცილებელია ამხანაგობების შექმნა, რათა მათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიიღონ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების  შესაბამისი მომსახურება.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა თავიანთი საკონტაქტო ტელეფონები გადასცეს შეკრებილებს და რიგ საკითხებში დახმარებას შეპირდნენ. ეს არის თანამშრომლობა საზოგადოებასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დევნილთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 810 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2015

 

10 დეკემბერს, ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ოჯახში ძალადობის ბრძოლის სტრატეგიული მექანიზმები“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, მასმედიის წარმომადგენლები და აქტივისტი ქალები.

შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. ბოლოს მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2014

 

28 დეკემბერს, ხონში, საბავშვო ბიბლიოთეკაში, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მრგვალი მაგიდა ჩაატარეს თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“. მეცხრე-მეთერთმეტეკლასელები აქტიურად განიხილავდნენ პრობლემას. მათი აზრით, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს ქალების განათლების დაბალი დონე, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, საკუთარი უფლებების არცოდნა.

დისკუსიის დასასრულს ახალგაზრდები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ მიუღებელია. დიდი მნიშვნელობა მიაკუთვნეს ახალგაზრდების  აღზრდას სწორად, ჯანსაღი შეხედულებებით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა 27 ნოემბერს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობა, პრობლემები და მათი გადაჭრის სავარაუდო გზები“. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ძალადობის ფაქტების სიხშირეზე საუბარს მოჰყვა დისკუსია პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 766 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2014

 

8 ოქტომბერს ბორჯომში  ჩატარდა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის 3 ქალაქისა და 3 რაიონის წარმომადგენლების მონაწილეობით. ექსპერტად მოწვეული იყო  შსს სამცხე-ჯავახეთის რაიონის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ვაჟა ბერძენიშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს შსს პრიორიტეტებსა და სიახლეებზე ოჯახში ძალადობის კუთხით.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, შსს  წლევანდელი წელი გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობის წლად.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაციები რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს თავიანთ შეკითხვებზე. შეხვედრის ბოლოს დაფიქსირდა წინადადებები ინფორმაციების გავრცელებისა და სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამინისტროებთან  თანამშრომლობის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 08.10.2014

1 2 3 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0