რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. გაშუქდა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც ეწევა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით - მათ შორის სენაკში მცხოვრები დევნილთა ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების, ფართების დაკანონების საკითხები.
რადიოსიუჟეტმა იმ პროექტზეც მოგვითხრო, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ახორციელებენ სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე გამოიკვეთა აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზეც. ითქვა, რომ პროექტის აქტუალურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.
1. რადიო „თავისუფლების“ ეთერში გასული სიუჟეტი ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე მოგვითხრობს.
რამდენად საგანგაშოა ოჯახში ძალადობის პრობლემის მასშტაბები; როგორ უნდა აიგოს თანამშრომლობა იმ სტრუქტურებს შორის, ვინც პასუხისმგებელია პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე; რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა და როგორი უნდა იყოს მისი როლი - რესპონდენტები ამ თემაზე საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ.
2. რუბრიკა „გენდერული ამბების“ მორიგი გამოშვება ბათუმში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმას შეეხო. როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, დოკუმენტი ეფუძნება საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების საჭიროებათა კვლევას და ბათუმის ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს, რომელიც ადგილობრივი გენდერული სიტუაციის შეფასების საშუალებას გვაძლევს.
როგორც სიუჟეტში ითქვა, უახლოეს მომავალში გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება განსახილველად.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული სიუჟეტი ასახავს ცვლილებებს, რომლებიც მუშაობის შედეგად მივიღეთ. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ძალადობის პრობლემის სოციალური გააზრება, რაც ცხადად ჩანს რესპონდენტების ინტერვიუებში - სკოლის დირექტორი საუბრობს არგუმენტირებული ესეს კონკურსზე ოჯახში ძალადობის პრობლემაზე; საკრებულოს მთავარი სპეციალისტი ხაზს უსვამს სექტორთშორის თანამშრომლობის და სასწავლო დაწესებულებებში იურიდიული და ფსიქოლოგიური განათლების მნიშვნელობას; სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი თავშესაფრების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მოქალაქეების მხრიდან კანონის მექანიზმების უფრო აქტიურ გამოყენებაზე გამოთქვამს თავის მოსაზრებას.
რადიოსიუჟეტში ასახულია ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის საქმიანობაც, რაც ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ შეურიგებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
რადიო „თავისუფლების“ ქუთაისის ბიურო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობით დაინტერესდა. რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი, რას მოიცავს საბჭოს მიერ თვითმმართველობისთვის წარდგენილი რეკომენდაციები, რა იქნება გათვალისწინებული 2015 წლის ბიუჯეტში, როგორ მიდიოდა მუშაობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე და რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება დოკუმენტი - ამ საკითხებზე საბჭოს წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ.
რადიოსიუჟეტში ითქვა, რომ დაიწყო პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის“ ახალი ეტაპი. როგორ აფასებენ ჩატარებულ მუშაობას პროექტის ხელმძღვანელები, მონაწილეები; რა გამოიკვეთა საქართველოს პარლამენტში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებს შორის ჩატარებულ შეხვედრაზე. პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის სიტყვებით, ფონდი „სოხუმის“ დამსახურებაა ის, რომ პირველად ჩატარდა ასეთი შეხვედრა, დისკუსია პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს შორის გენდერული თანასწორობის საკითხებზე; დაისახა სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიები. მან პოზიტიურად შეაფასა მცდელობა - მოხდეს გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციური დანერგვა ადგილობრივ დონეზე.
ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის საბჭოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე. პირველ რიგში, ეს არის კონკრეტული საბიუჯეტო წინადადებები, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის პრინციპს ეფუძნება.
16 დეკემბერს, რადიო „თავისუფლების“ ბლოკი „გენდერული ამბები“ ფონდი „სოხუმის“ მიერ კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს ასახავს და გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციის მრავალწლიანი საქმიანობის შედეგებზე: იმ ქალბატონების მზარდი რაოდენობა, ვინც მიიღო ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაცია; ადგილობრივი ხელისუფლების გააქტიურება; საზოგადოებრივი დისკუსიები, ფორუმ-თეატრის საქმიანობა, კონფლიქტის თეორიის გაცნობის შედეგად ჩამოყალიბებული ხედვა ახალგაზრდებში, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მართვა და ჯანსაღი კომუნიკაციები.
სიუჟეტში გაჟღერდა ფონდის რეკომენდაციები ძალადობის აღკვეთის ეფექტურ მექანიზმებზე.
25 ნოემბრის აქცია, როგორც მოძალადისადმი ნულოვანი ტოლერანტულობის გამოხატულება; 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებები; კამპანიაში ჩართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ დანახული ძალადობის პრობლემა და დისკუსიები მისი დაძლევის გზებზე; შეხვედრები ფონდის ფსიქოლოგთან და იურისტთან; საუბრები - ჯანსაღი კომუნიკაცია ოჯახში, საზოგადოებაში, როგორც ძალადობის პრევენციის საუკეთესო საშუალება.
ეს და სხვა თემები გაშუქდა ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებულ გადაცემაში.
წელს კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შეხვედრებს სკოლებში. ინტერვიუებში პედაგოგები მაღალ შეფასებას აძლევენ არასამთავრობო სექტორის როლს ახალგაზრდების ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით: „სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას, მაგრამ სულ სხვა ეფექტი აქვს კვალიფიციურ არასამთავრობოებთან ურთიერთობას. ამიტომ მივესალმებით ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობას“.