შაბათი, 23.11.2024, 22:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ვორკშოპები

 

სენაკის N1 ბაგა-ბაღში 143 აღსაზრდელი განაწილებულია 4 ჯგუფში. პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ აქ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა სამი ვორკშოპი თემებზე „გენდერული თანასწორობა“, „ოჯახური ძალადობა“ და „ეკოსანიტარია“.

ვორკშოპებს ესწრებოდნენ აღსაზრდელთა მშობლები, მასწავლებლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

მესამე დღის ბოლოს ბავშვებთან ერთად საბავშვო ბაღის ეზოში დაირგო და დაითესა ყვავილები, რომელსაც პატარები მოუვლიან.

როგორც კითხვარებიდან გაირკვა, მონაწილეებს მოეწონათ ვორკშოპები. მათი სურვილია, ხშირად დაესწრონ შეხვედრებს მსგავს თემებზე.

 

       პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 27.02.2015

- მშვიდი ვარ, გაწონასწორებული, ვცდილობ კონფლიქტებს თავი ავარიდო, მაგრამ სულ მე მიწევს დათმობებზე წასვლა, ამიტომ ხშირად დათრგუნული ვარ.

- ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ ხშირად ვეხვევი კონფლიქტში, ეს ჩემი ხასიათია და მიჭირს ემოციების გაკონტროლება.

ძირითადად, ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა ქალებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე, წყალტუბოში, სენაკსა და ხურჩაში.

- როგორ ვმართოთ კონფლიქტები ისე, რომ არც მსხვერპლი გავხდეთ და არც მოძალადე - ვორკშოპებზე დისკუსიები ამ მიმართულებით განვითარდა და ბევრი საინტერესო მოსაზრებები გამოიკვეთა. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავს ცუდად იცნობენ, არასოდეს უფიქრიათ იმ უარყოფით თვისებებზე, რომლებიც განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებში იჩენს თავს.

მონაწილეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაციები, როგორ მართონ კონფლიქტები, რა სტრატეგიებს მიმართონ, რომ მათ განვითარების საშუალება არ მისცენ. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2015

- როგორ იწყება და ვითარდება ოჯახური კონფლიქტები, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები  ძალადობასთან, რამდენად შესაძლებელია კონფლიქტების მართვა - ამ საკითხებზე იმსჯელეს  ახალგაზრდებმა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში  გამართულ ვორკშოპზე.

განსაკუთრებით საინტერესო დებატების ფონზე გაიმართა ვორკშოპი ხონის მესამე საჯარო სკოლაში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, როგორ უნდა განაწილდეს ქალისა და მამაკაცის ფუნქციები ოჯახში, რომ რომელიმე სქესის დისკრიმინაცია არ მივიღოთ შედეგად და კონფლიქტები არ განვითარდეს.

ახალგაზრდების მოსაზრებით, ამ თემაზე დისკუსიები ხელს შეუწყობს მოზარდების სწორ აღზრდას და საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დანერგვას.

მონაწილეებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდული კლუბის მუშაობაში ჩაერთვებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2015

- საიდან იწყება კონფლიქტები, როგორ ვითარდება, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები ოჯახურ ძალადობასთან - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპი წყალტუბოს, ხონის, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, რომელსაც ორმოცამდე ქალი დაესწრო.

მონაწილეებმა რეალური, ცხოვრებისეული მაგალითებით გააანალიზეს კონფლიქტების განვითარება, დინამიკა, შედეგები...

ქალების აზრით, ოჯახური კონფლიქტი პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან, რადგან ხელს უწყობს  მოძალადისა და მსხვერპლის ჩამოყალიბებას.

ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტების მართვა ძალადობის პრევენციის გარანტიას იძლევა. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე.

მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქალს გაეწია რეკომენდაცია, ისარგებლოს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

იანვრიდან ახალი პროექტით „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ გრძელდება ვორკშოპები ახალგაზრდებთან თემაზე „ოჯახური კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები“.

საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა შეხვედრები ხონში, ქუთაისსა და სენაკში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ იწყება და ვითარდება კონფლიქტები, რა კავშირშია  ძალადობასთან.

ახალგაზრდებმა რეალური მაგალითებით განიხილეს კონფლიქტების მიმდინარეობა, გააანალიზეს მათი ნეგატიური შედეგები და იმსჯელეს გამოსავალზე. მათი აზრით, ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება კონფლიქტების ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით, მონაწილეებს შორის გამოიყო აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინიციატივით სკოლებში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს და ამ თემაზე დისკუსიებიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 838 | დაამატა: admin | თარიღი: 23.01.2015

„ასეთ შეხვედრებს შეუძლია შეცვალოს ბევრი არასწორი წარმოდგენა და  დამოკიდებულება“.

„კარგი იქნება, სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს ასეთ შეხვედრებს, მეტმა ადამიანმა მიიღოს მათში მონაწილეობა“.

მსგავსი კომენტარები გააკეთეს ახალგაზრდებმა ვორკშოპებზე, რომლებიც ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ვორკშოპების თემა იყო: „ოჯახური ძალადობის ტიპები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

მონაწილეებში გააცნობიერეს, რომ ძალადობა არ არის ერთი ოჯახის ან კონკრეტული ადამიანის პრობლემა, არამედ სოციალური პრობლემა. მათ შეეცვალათ დამოკიდებულება  ძალადობის მიმართ და გაუჩნდათ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 694 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

 

გრძელდება ვორკშოპები ოჯახური კონფლიქტების თემაზე. ოქტომბერში ვორკშოპები ჩატარდა ახალგაზრდებთან ქუთაისში, ხონში და ზუგდიდში (კოკში).

ვორკშოპი იწყება პიროვნული კონფლიქტების გარჩევით. როგორც ინტერაქტივმა აჩვენა, ახალგაზრდები ფსიქოლოგიური კუთხით ნაკლებად იცნობენ საკუთარ თავს. სხვა დროს არ უფიქრიათ იმაზე, კონფლიქტურ სიტუაციაში როგორ შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა.

ამის შემდეგ დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე: პიროვნული კონფლიქტების კავშირი ოჯახურ კონფლიქტთან, პიროვნების ხასიათი და კონფლიქტების განვითარება.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა, ვისწავლოთ  ემოციების მართვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2014

1 2 3 ... 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0