აქცია ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზატორობით ჩატარდა, მაგრამ მან გააერთიანა ზუგდიდში მოქმედი ქალთა ორგანიზაციები: ასოციაცია „მერკური", „იმედი", სამეგრელოს გენდერული ქსელი, „სამეგრელო-მედეა".
მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა რადიო „ათინათიდან" და TV - მაესტროდან.
აქციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შიდსით დაავადებულთა ფონდის მხარდაჭერა, რადგან 16-დღიანი კამპანიის ერთი დღე - 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. |