12 საათზე ფონდმა „სოხუმმა" პრეს-ბრიფინგი გამართა.
რეგიონული თუ რესპუბლიკური მასმედიის წარმომადგენლებისათვის გასაგები იყო ფონდში შეკრების მიზეზი, რადგან ჟურნალისტებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კარგად იციან, რას ნიშნავს 25 ნოემბერი და 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
შეკრებილთ გადაეცა კამპანიის ატრიბუტები და კალენდარული გეგმა. ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობას მიიღებს და გააშუქებს მედიაში სხვადასხვა ღონისძიებას. |