16-დღიანი კამპანიის პირველი დღე ხურჩის ქალთა მხარდაჭერის
ცენტრშიც აქციით აღინიშნა. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ქალებმა ვერ შეძლეს
გადმოსვლა, ამიტომ სოფლის ცენტრში მხოლოდ ხურჩელი ქალები შეიკრიბნენ.
თუმცა აქ ყველაზე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო, მან მაინც
მიაღწია მიზანს - განაგრძო ის მენტალური ცვლილებები, რომელთაც ფონდი „სოხუმის"
ღონისძიებები უწყობს ხელს.
„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!" - ეს
მოწოდება განსაკუთრებულ ძალას იძენს საზოგადოებაში, სადაც ქალი ხშირად ხდება
ძალადობის მსხვერპლი.
|