ზუსტად სამ საათზე ჩაერთო ხობი 16-დღიან კამპანიაში, რომლის წლევანდელი სლოგანია „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე!"
აქციის მონაწილენი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ შეიკრიბნენ ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის თაოსნობით.
აქციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალთა უფლებების დაცვის გლობალური მოძრაობის მნიშვნელობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობრივი მენტალიტეტის გარდაქმნისათვის.
აქციას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი სალომე ქაჯაია. |