პარასკევი, 29.03.2024, 14:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22

 

ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას

16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„სახლში მშვიდობიდან    მსოფლიოში მშვიდობამდე"

 

ფონდი „სოხუმი" 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულად  ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.   

მთელ დასავლეთ საქართველოში ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გავრცელდება კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.

 

2011  წლის  კამპანია არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას იმ სისტემების შესაცვლელად, რომელთა წყალობითაც გრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა ყველა დონეზე – ადგილობრივიდან გლობალურამდე", - ნათქვამია საერთაშორისო კამპანიის მასალებში.

 

 კამპანიის საერთო თემა ემსახურება ჩვენი ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მუშაობა ძალადობრივი და  მილიტარისტული მენტალიტეტის გარდაქმნისათვის და მეტი პარტნიორის ჩასართავად სამართლიანი და მშვიდობიანი  მსოფლიოს შენების პროცესში.

„სახლში მშვიდობა" ეხმიანება და უკავშირდება „მსოფლიოში მშვიდობას",მიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი

  

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი

ქუთაისი, მგალობლიშვილის 6. ტ. 27-29-02

women@fundsokhumi.ge

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1451 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0