6 მარტს ფოთის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა ჩაატარა აქცია, დაარიგა საინფორმაციო ფურცლები და მოსწავლეებს მოუთხრო ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ.
8 მარტს ხონის ქუჩებში გამოჩნდნენ გოგონები და ბიჭები - ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები. ისინი ავრცელებდნენ საინფორმაციო ფურცლებს და ბარათებს. ბარათებზე მითითებულია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების (მათ შორის - ხონში) საკონტაქტო ინფორმაცია. აქციამ ქალების ინტერესი გამოიწვია.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ 8 მარტს, ქუთაისში, შეუერთდა საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციას, რომლის ძირითადი სლოგანები იყო: „მეტი ქალი პარლამენტში!“, „მეტი ქალი პოლიტიკაში!“, „მიეცი ქალს ხმა!“.
აქცია საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.
აქციაში მონაწილეობით ფონდის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია - მხარდაჭერილი იქნეს ქალთა პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში.
ქუთაისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა აქცია ძალადობის წინააღმდეგ „1 მილიარდი ამბოხებული“.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა: ფორუმ-თეატრმა, ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა, მოხალისეებმა.
ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა.
ეს იყო კიდევ ერთი მესიჯი არაძალადობრივი საზოგადოების განვითარებისა და გენდერული ბალანსისათვის საქართველოში.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები. გამარჯვებული გახდა გაგა უშვერიძე გამგეობიდან, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა. დანარჩენი მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამ აქციით ადგილობრივმა მთავრობამ პროტესტი გამოხატა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
2 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა სტუდენტური აქცია ჩაატარეს. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლები.
ახალგაზრდები ამ აქციით ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში და ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს.
30 ნოემბერს, სენაკის სამხედრო ქალაქის კოლექტიურ ცენტრში ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა სხვა დევნილ გოგონებთან ერთად დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ეს ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა.
29 ნოემბერს სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიდერ გოგონათა სკოლის სენაკის ჯგუფმა გამწვანების აქცია ჩაატარა. აქციაში მონაწილეობდნენ: მე-6, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, დევნილი ქალები. მათ 15 ძირი ბზა დარგეს.