16-დღიან კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ლიდერთა სკოლის მონაწილენი.
ერთ-ერთმა მათგანმა ილონა ყურაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა წყალტუბოში, სანატორიუმ გეოლოგში" ჩასახლებულ დევნილ ქალებთან.
ზოგიერთმა მათგანმა არაფერი იცოდა კამპანიის შესახებ და ამიტომაც მათი ინტერესი განსაკუთრებული იყო.
- მე არაერთ ამგვარ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ბევრი რამ გავიგო . მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად და ძალადობის აღმოსაფხვრელად, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სტუდენტმა ეთერ ხაჭაპურიძემ. |