ოთხშაბათი, 27.11.2024, 15:27
მოგესალმები სტუმარი
...
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. განქორწინების შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო, გონივრული სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობელს, რომელიც იხდის ალიმენტს, შეიძლება მონაწილეობა დაეკისროს დამატებით ხარჯებში, რომელიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე მდგომარეობა, დასახიჩრება და სხვა.)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:
ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
აქედან გამომდინარე, ქონება ითვლება მეუღლის (მამაკაცის) საკუთრებად და მასზე პრეტენზია არ დაიშვება.
პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან სტატუსი მიიღო ყალბი საბუთებისა და ყალბი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. სტატუსის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო დევნილის სტატუსის აღდგენა ხდება სასამართლოს მიერ.
მარ ტო ხ ელა დე დად მი იჩ ნე ვა :
სა ქარ თვე ლოს მო ქა ლა ქე , რო მე ლიც ზრდის არა რე გის ტრი რე ბ ული ქორ წი ნე ბ იდან და ბ ადე ბ ულ ბ ავ შვე ბ ს , თუ და ბ ადე ბ ის მოწ მო ბ აში შე ტა ნი ლი არ არის ჩა ნა წე რი ბ ავ შვის მა მის შე სა ხ ე ბ და რო მე ლიც იღე ბ ს სა ხ ელ მწი ფო და ხ მა რე ბ ას ბ ავ შვის მოვ ლა - პატ რო ნო ბ ისა და აღ ზრდი სათ ვის ;
შვი ლად ა ყ ვა ნი ლი ბ ავ შვის დე და , თუ დე და ბ ავ შვის ა ყ ვა ნის მო მენ ტი სათ ვის არ ყ ო ფი ლა რე გის ტრი რე ბ ულ ქორ წი ნე ბ აში .
მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
იმ დევნილთა დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ კერძო სექტორში
იმ დევნილთა პირობების გაუმჯობესება, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში არსებული ფართების საკუთრებაში მიღებაზე
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება.
პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ სხვა პირმა.
ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) მიიღოს ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
თ) კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.
განგიმარტავთ, რომ ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ოჯახის წევრის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და თვით 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაში შედის აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
კრიზისული ცენტრი - ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე.
განგიმარტავთ, რომ ასეთ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით - არასრულწლოვნის ინტერესებს, მხარეთა შერიგება არ აფერხებს/ არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად: დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0