ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის დევნილთა საცხოვრებლებზე - სამი კოლექტიური ცენტრის შესახებ მოგვითხრობს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საწარმოს კოლექტიურ ცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა. ფანჯრებს არა აქვს მინები, დაბზარულია ჭერი, აყრილია იატაკი. მეორე სართულზე 60 ადამიანისათვის მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა.
დევნილები პრეტენზიებს გამოთქვამენ განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, ითხოვენ ახალ ალტერნატიულ ფართს.
მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც „რიონის“ კამერაში მოხვდა, ჭომაში მდებარეობს. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ძირითადი პრობლემაა გადახურვა. მცხოვრებლები ითხოვენ გადახურვას თანადაფინანსებით.
სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ მესამე კოლექტიურ ცენტრში „აფხაზეთი“. აქ შენობის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს კი კედლები სველდება.
სიუჟეტი მომზადდა ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.
როგორც ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი გვამცნობს, ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის საკრებულოს წევრებს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაცია NESEHNUTI-ის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგში „გენდერი საგანმანათლებლო სფეროში და ქალაქის ბიუჯეტში“.
სიუჟეტში გამოჩნდა, რაში დაეხმარებათ მონაწილეებს მიღებული გამოცდილება; რა კუთხით გაგრძელდება მუშაობა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტში სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლებისათვის.
მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ტრენინგმა მათ მისცა წარმოდგენა იმაზე, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი გენდერული პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ბიუჯეტში, რათა ის პოზიტიურად აისახოს მოქალაქეების, პირველ რიგში, ქალთა ჯგუფების ცხოვრებაზე.
ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში მოხდა დევნილთა სამი კოლექტიური ცენტის პრობლემების და საჭიროებების შესწავლა.
კულინარიული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში 51 ოჯახი ცხოვრობს, მათი მთავარი პრობლემაა შენობის რემონტი. რადგან აქ 32 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთან ერთად 19 ადგილობრივი ოჯახია, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არა აქვს მთლიანი შენობის რეაბილიტაციის უფლება.
მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც სიუჟეტში მოხვდა, ყოფილი სამხედრო ბაგა-ბაღია. აქ არის კორპუსთან მისასვლელი გზის და სასმელი წყლის პრობლემა.
ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი 22-ე ბაგა-ბაღის შენობაში 26 ოჯახი ცხოვრობს, ახალგარემონტებული ფართებით კმაყოფილები არიან. მათი სურვილია ეზოში სკვერის მოწყობა და გამწვანება.
5 თებერვალს, „TV 25“-ის 5-საათიანი „მაცნეს“ ბლოკი „სტუმარი სტუდიაში“ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა.
გადაცემაზე საბჭოს ორწლიანი საქმიანობა შეფასდა. გამოიკვეთა კონკრეტული შედეგები, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს თაოსნობით იქნა მიღწეული და ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ჩატარებული კვლევები; საზოგადოებრივი დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე; საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო ჯგუფებთან; ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა ადვოკატირების მიმართულებით; ქალაქის ბიუჯეტისთვის მომზადებული წინადადებები, პროგრამები; საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან შეხვედრა - გადაცემის სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს გენდერული საბჭოს დღის წესრიგზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თვითმმართველობისათვის მიწოდებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტს ოჯახში ძალადობისაგან დაცვისათვის აუცილებელი ადგილობრივი ღონისძიებების თობაზე, რადგან, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ეს თემა აჭარაში გენდერულ საკითხებს შორის ყველაზე მტკივნეულია. ხაზგასმული იყო, რომ პატივისცემას იმსახურებს ადგილობრივი ხელისუფლების ორივე შტოს მზაობა თანამშრომლობისათვის, პერსონალის სათანადო ინფორმირებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ითქვა, რომ საბჭო აპირებს თვითმმართველობას დაფინანსებისათვის წარუდგინოს პროექტები, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების განვითარებას შეუწყობს ხელს; გრძელდება საქმიანობა გენდერული საჭიროებების კვლევის კუთხით; მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს სახელით მალე წარედგინება საკრებულოს.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონზე“ გასული სიუჟეტი მომზადდა პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.
ტელეჟურნალისტები შეხვდნენ პროექტში ჩართული სამი კოლექტიური ცენტრის (სასტუმრო „კოლხეთი“, სამუსიკო სკოლა-ინტერნატი, სატრაქტორო ქარხანა) მცხოვრებთ, გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს, ჩაწერეს ინტერვიუები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი დევნილთა საჭიროებები და პრობლემები. სიუჟეტში აისახა ფონდ „სოხუმში“ ჩატარებული მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, დევნილთა რეგიონალური სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება ინტერვიუებში აღნიშნეს, როდის და როგორ იქნება შესაძლებელი დევნილთა პრობლემების მოგვარება.
სიუჟეტი ეთერში გავიდა 1 თებერვალს და მან დაანახა მაყურებელს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მთავრობას შორის, რომელსაც უსათუოდ ექნება კარგი შედეგები.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“, რომელიც 5 სკოლის უფროსკლასელთა გენდერული განათლების საკითხს, ალტერნატიული ახალგაზრდული საკრებულოსა და გენდერული საბჭოს იდეას ეხებოდა; შემაჯამებელი ფორუმი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა პროექტის შედეგები - ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი პროექტის მონაწილე ახალგაზრდების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების, თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიციებს გვიჩვენებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდები არის რესურსი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რაიონის, ქალაქის ცხოვრებაში. მათ აქვთ საინტერესო იდეები და, რაც მთავარია, ძალიან უყვართ საკუთარი ქალაქი“, - ასე შეაფასეს ახალგაზრდების ენთუზიაზმი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.
28 იანვარს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ტელეგადაცემა, რომელმაც მოგვითხრო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული საქმიანობის რეზულტატებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს. გადაცემის განმავლობაში გაკეთებულ ჩართვებში გამოჩნდა მოქალაქეების პოზიციები, თუ რაში ხედავენ საბჭოს როლს, რა საკითხებს მოიაზრებენ მათ დღის წესრიგში; გაჟღერდა პარლამენტარების დამოკიდებულება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დასანერგად აუცილებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც საბჭოს საქმიანობას პოზიტიური შეფასება მიეცა.
გადაცემას საბჭოს წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლები - ახალგაზრდები, ადგილობრივი სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის ვექტორები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს შეიმუშავა და სადღეისოდ ხდება მისი ლობირება ადგილობრივ დონეზე, რათა განისაზღვროს ქალაქის გრძელვადიანი პერსპექტივა ამ მიმართულებით.