ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ
ამომრჩეველ ქალთა ლიგის რვა კლუბის ლიდერები და განიხილეს
მომავალი ერთწლიანი მუშაობის სტრატეგია ახალი პროექტის ფარგლებში (მხარდაჭერა
- დემოკრატიის ეროვნული ფონდი - NED).
საინტერესო
წინადადებები დაფიქსირდა მონაწილეების მხრიდან - კლუბებში შეიქმნას საზოგადოებასთან
და პოლიტიკურ პარტიებთან მომუშავე ჯგუფები,
თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან და მასმედიასთან, მუდმივი ინფორმაციის
გაცვლა კლუბებს შორის, ლიგის მუშაობის შესახებ ბროშურის გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიებებში
ლიგის წევრების მონაწილეობის ხელშეწყობა და
სხვა.
ლიგის
მუშაობის უმთავრესი მიზანია ამომრჩეველ ქალთა გავლენის გაზრდა და დიალოგის გაფართოება
ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
კლუბების წარმატება იძლევა საფუძველს, რომ მიმდინარე პროექტის
განხორციელებაც ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში ქალთა როლის ამაღლებაზე, რაც მიგვიყვანს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებამდე.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|