შეხვედრაზე კლუბის სამომავლო საქმიანობა განისაზღვრა - თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ ქალებმა პრობლემების ადვოკატირებისა და საპარლამენტო არჩევნებში ქალთა მხარდაჭერისათვის. ქალების უმრავლესობამ საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კაპანიის შესახებ.
-აქციაში ვმონაწილეობდით ადგილობრივი და დევნილიქალები, დიდი იყო დაინტერესება საზოგადოების მხრიდან, - ნანა კეკელიძე.
შეხვედრაზე დასახელდა კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებისათვის - ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი- ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნინო ნიკოლაიშვილი პარლამენტში თანაქალაქელების ინტერესების დაცვას შეძლებს.
შეხვედრას გაზეთ „ალიონის" რედაქტორი ნუგზარ ასათიანი დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობას ოზურგეთში კარგად იცნობენ, „ალიონში"სისტემატურად იბეჭდა ინფორმაციები ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობის შესახებ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)