|
საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში გაიმართა.
ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. მონაწილეებს პოსტერები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები და სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო დაურიგდათ.
შეხვედრებზე ქალებმა აღნიშნეს: „ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საშუალება მოგვეცა შევუერთდეთ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო საერთაშორისო კამპანიას. ასეთი ტიპის კამპანიების ორგანიზება აუცილებელია, ყველამ ერთხმად უნდა ავიმაღლოთ ხმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად." |