ფონდმა "სოხუმმა” 2009 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ფორუმ თეატრი, რომლის მთავარი მიზანია ძალადობის პრობლემის წინ წამოწევა და მისი შემდგომი პრევენცია. ფორუმ-თეატრის ყოველთვიურ შეხვედრებზე ხდება ძალადობის ამსახველი სცენების ჩვენება, შემდგომ კი განხილვა და გადაჭრის გზების ძიება.
ფონდი „სოხუმი" აცხადებს მსახიობთა კასტინგს ფორუმ-თეატრისათვის.
კასტინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-25 წლამდე ასაკის ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
კასტინგი ტარდება ფონდი „სოხუმის" ოფისში, 1 ივლისს 16 საათზე.
მისამართი: ქუთაისი, მგალობლიშვილის 6
საკონტაქტო პირი: თეა გოლეთიანი, ტელ. 598 62 15 58 |