კვირა, 24.11.2024, 00:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 24

 სენაკის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა დებატები თემაზე-„სტერეოტიპები და ფუნქციური როლები თანამედროვე ოჯახში (ოჯახში ძალადობის კონტექსტში) ".

თემა რეგიონში ფონდ „სოხუმის" მიერ  ჩატარებული მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხებისგან შეირჩა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკის პედაგოგები, იურისტები, ჟურნალისტები, ქ. სენაკის საკრებულოს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფასილიტატორისა და მოწვეული ექსპერტების გამოსვლების  შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. დებატების მსვლელობისას გამოითქვა მოსაზრებები:

- „სტერეოტიპებისა და  ოჯახური ძალადობის მსხვერპლი  თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს. "

- „ოჯახის ყველა წევრი გონივრულად უნდა მიუდგეს  პრობლემას, სტერეოტიპები  ყალიბდება საზოგადოებაში და მკვეთრად აისახება ახალგაზრდებზე".

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ სასურველია თემის გარშემო მუშაობა გაგრძელდეს, გამოკითხვების სახით. აუცილებელია  ახალგაზრდების აქტიური  ჩართვა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2011

ივნისის თვეში ქალთა მხარდაჭერის ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, სენაკისა და ხურჩის ცენტრებში ჩატარდა 6 შეხვედრა რეპროდუქტოლოგთან.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დევნილი ქალბატონები და გოგონები.  ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ ორსულობას?  ჰორმონალური ცვლილებები და მათი ზეგავლენა შვილოსნობაზე; მკერდის ავთვისებიანი სიმსივნეები-ყოველწლიური მამოგრაფიის მნიშვნელობა და სხვა.

 დევნილმა ქალებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეპროდუქტოლოგთან შეხვედრებზე იღებენ მათთვის აუცილებელ ინფორმაციას დაავადებათა და მათი თავიდან აცილების გზებზე;  თითოეული შეხვედრის თემა სხვადასხვაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ერთნაირად  საჭირო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 923 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0