ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 29

ჟურნალის ამ ნომერში ფონდი „სოხუმის" საქმიანობის რამდენიმე შეფასება დაიბეჭდა:

„ოჯახში ძალადობა არის პრობლემა, რომელზეც ჩვენ კარგა ხანია ფონდ „სოხუმთან" ერთად ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია ადამიანის ცხოვრებაში", - ილონკა ბოლტზე (ორგანიზაცია EED-ის კოორდინატორი ბალკანეთსა და კავკასიაში).

"ბევრია გაკეთებული, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და აკეთებთ ქალებისათვის", - მაიკლ კრონენბერგი (ორგანიზაცია EED-ის ფინანსური დირექტორი).

„ჩემთვის პრესტიჟული იყო ათი დღის განმავლობაში ფონდი „სოხუმის" პერსონალთან მუშაობა", - ჯონ ბიუკლერკი (საერთაშორისო შემფასებელი დიდი ბრიტანეთიდან).

ჟურნალი კიდევ ერთი დასტურია „ბევრი გაკეთებულის" - სტატიებში წარმოდგენილია ფონდის მუშაობა ოჯახსა და საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ანუ ცვლილებები ქალთა ცხოვრებაში, გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული აქტივობებით: ტრენინგი თუ იურისტის კონსულტაცია, გინეკოლოგთან შეხვედრა თუ ცენტრალურ პარკში ჩატარებული ფორუმ-თეატრი, ჟურნალისტების მონაწილეობით გამართული ტელეგადაცემა თუ დებატები ნაადრევი ქორწინების თემაზე, დევნილთა განსახლების კუთხით წარმართული მუშაობა თუ რადიოგადაცემებში ასახული პრობლემები, ლეჩხუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა თუ საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ".

 

როგორც ყველა გამოცემაში, ამ ნომერშიც დაიბეჭდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა გულისტკივილი და, რა თქმა უნდა, აისახა ქალთა სიმამაცე, სიძლიერე და თანადგომა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 884 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2011

 ამ პროექტის ფარგლებში  ფონდ „სოხუმში" (03.06.2011; 29.06.2011), წყალტუბოსა (13.06.2011) და  ხონში (28.06.2011) ჩატარდა ოთხი შეხვედრა თემაზე: „ოჩამჩირე და მისი ისტორიული მნიშვნელობა".

შეხვედრების მონაწილე გოგონები გაეცნენ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს აფხაზეთის ერთ-ერთი ზღვისპირა ქალაქის  ოჩამჩირის შესახებ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო  მოწვეული სტუმრების-ოჩამჩირის მკვიდრი უფროსი თაობის წარმომადგენლების ცოცხალი მაგალითებით გაჯერებული საუბრები.

-თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედით.ორივე მხარემ უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად;

- ბევრმა ახალგაზრდამ  მამა-პაპათა კუთხე მხოლოდ უფროსების გადმოცემით იცის. მსგავსი ხასიათის საუბრები, ვფიქრობთ, ახალგაზრდობას გაუღვივებს  ინტერესს აფხაზეთისადმი, - ითქვა შეხვედრებზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 794 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0