ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მიმართვები და ღია წერილები

2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზი 

გენდერული ასპექტების მიხედვით 

(ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი) 

ანგარიში მომზადებულია

ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის საკრებულოებთან არსებული

გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მიერ

ჩატარებული მონიტორინგის

საფუძველზე

2014 წლის ნოემბერი

Donwload>>>

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2015

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კულტურულ–ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ შორის  დაიდო მემორანდუმი, რომლის მიზანია თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისა და გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობისათვის.

ხასგასმულ იქნა არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივ თვითმართველობის თანამშრომლობის აუცილებლობა ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის. მემორანდუმის გაფორმება არის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 780 | დაამატა: admin | თარიღი: 25.12.2014

საქართველოს ხელისუფლებას!  

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს!

მედიასაშუალებებს!

კონფესიების ლიდერებს!

რიგით მოქალაქეებს!

 

ვთვლით, რომ დღეს არ არის დრო ურთიერთბრალდებებისა, თავის მართლებისა, დამნაშავის ძიებისა. დღეს არის მომენტი, როცა ერი და ბერი უნდა გრძნობდეს სირცხვილს, სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ძალადობა ჩვენს გვერდით არათუ დაუსჯელი დარჩა, გაუგონარი მასშტაბები შეიძინა  და ყოველმა მომდევნო  დანაშულმა, ჩადენილმა უაზრო სისასტიკით, სამუდამო დაღი დაასვა საზოგადოების მთლიან ორგანიზმს, ეჭვქვეშ დააყენა აღიარებული ფასეულობების სისტემა და წარმოუდგენელი საფრთხე შეუქმნა ჩვენი შვილების მომავალს. ყველაზე შემზარავი  - იმსხვერპლა ორი ათეული უდანაშაულო ქალის სიცოცხლე.

ვიტყვით მხოლოდ, რომ ათი წელია ამ პრობლემის შესახებ ყველა ტრიბუნიდან ხმამაღლა ვაცხადებთ. ათ წელზე მეტია, ვცდილობთ თანამოაზრედ ვაქციოთ ყველა, ქალი თუ კაცი, გადაწყვეტილების მიმღები თუ უბრალო მოქალაქე, ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი, გამვლელი - ვინც ხედავს, ესმის და მთელი თავისი არსით, ემიჯნება ძალადობას. ათ წელზე მეტია, პერიოდულად  ვარისხებთ განგაშის ზარებს.

შეიძლება ითქვას, „გაცვთა“ სლოგანები - „არა - ძალადობას!“ „ძალადობა ბოროტებაა!“ „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ „მშვიდობა - შინ, მშვიდობა - გარეთ!“

„გადახურდა“ სატელევიზიო ეთერი გადაცემებით, სოციალური რგოლებით.

ტრადიციად იქცა მასშტაბური აქციები, ქუჩის მსვლელობები.

ყოველწლიურად იზრდებოდა საზოგადოებრივ კამპანიაში ჩართული ადამიანების, მედიასაშუალებების, ორგანიზაციების რიცხვი, იყო ტოტალური სოლიდარობა მისი სულისკვეთების მიმართ. სათვალავი არა აქვს „მრგვალ მაგიდებს“, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ღონისძიებებს, ფორუმ-თეატრის მიერ ჩატარებულ დისკუსიებს, წერილებს და მიმართვებს, რეკომენდაციებს, საკანონმდებლო ინიციატივებს.

აღარ დარჩა სტრუქტურა, ქვეყნის პარლამენტის ჩათვლით, რომელთან თანამშრომლობის მცდელობა არ გვქონია, რათა მათი ყურადღება მიგვეპყრო პრობლემის სიღრმისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი პირველი სლოგანი  -  „ნუ დავხუჭავთ თვალებს, ნუ დავიგმანავთ ყურებს - ერთად აღვუდგეთ  ქალთა მიმართ ძალადობას“. მაგრამ, ეტყობა, სწორედ ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ - საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ამდენი დრო დავკარგეთ,  ძალადობას გულგრილობით, დუმილით თანხმობა განვუცხადეთ...

... მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას, მაგრამ მწარედ გვახსოვს ის წლები, როცა დიდი ბრძოლა გვჭირდებოდა სკოლებში შესაღწევად, აღსაზრდელთათვის პიროვნებათშორისი ურთიერთობების, ძალადობის მიუღებლობის,  ტოლერანტობის თემებზე დისკუსიების ჩასატარებლად.

...მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადების შესახებ, მაგრამ ამისთვის ორი ათეული ქალის სიცოცხლე წარმოუდგენლად ძვირი საზღაურია.  მთელი  პერიოდი, 2006 წლიდან - როცა მიიღეს კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ -  დღემდე, სახელმწიფომ ვერ გამონახა სახსრები ძალადობის მსხვერპლთა დახმარების, ძალადობის პრევენციის მწყობრი სისტემის გასამართად.

ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფესიური ლიდერების ჩართვა ძალადობის პრევენციაში, რამეთუ არც ერთი რელიგია არ აძლევს ვიზას ძალადობას, სუსტის დაჩაგვრას ძლიერის მიერ, საოჯახო ფასეულობების ხელყოფას, მაგრამ სამწუხაროდ, თემა ხშირად იყო აღქმული, როგორც  „ყურით მოთრეული“, „გარედან შემოგდებული“,  ამიტომ მივესალმებით მათ შეხვედრას პრეზიდენტთან და ძალადობის წინააღმდეგ „ერთიანი ფრონტის“ დაანონსებას.

დღეს ყველა ვაკრიტიკებთ პოლიციის მიერ დანერგილ „ხელწერილებს“ და არ ვამბობთ, რომ გარდა კომპეტენციის ნაკლებობისა, „კაცური სოლიდარობის“ მაგალითებისა, მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ხერდებოდა შესაბამისი რეაგირება იმის გამო, რომ არ იყო საკმარისი თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, რეფერირების პროგრამები. არ არის კოორდინაცია იმ სტრუქტურებს შორის, ვისაც ევალება რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე, მსხვერპლის დაცვა, ძალადობის პრევენცია.

...გვახსოვს ერთ-ერთი  ცენტრალური ტელევიზიის გადაცემა  ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.  ძალიან ჭკვიანი ქალბატონები და ბატონები, რომელთაც წარმოგვიდგინეს მწყობრი თეორიები, ერთმანეთიც ბლომად აკრიტიკეს, ისაუბრეს იმაზე, რა გვაქვს და რა არის გათვალისწინებული კანონით. გადაცემის ბოლოს დარბაზში მყოფი გოგონას ვერდიქტი გაისმა: „გისმენთ და ვრწმუნდები - მე რომ დღეს ძალადობის მსხვერპლი ვიყო - სრულიად დაუცველი ვიქნები!“

სამწუხაროდ, ეს ცხადყო  ცხოვრებამ!

არსებულმა სინამდვილემ დაამსხვრია მითი, რომ ძალადობენ მხოლოდ მათზე, ვისაც არა აქვს ინფორმაცია თავის უფლებებზე, ვინც არ მიმართავს დახმარებისთვის.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა სხვა შემთხვევებშიც. იმიტომ, რომ კანონი ძალადობის წინააღმდეგ არაფერს წარმოადგენს მისი აღსრულების მექანიზმების გარეშე.

თავში ვამბობდით, რომ არ არის ურთიერთბრალდებებისა და ქვების სროლის დრო, თუმცა ეს საკმაოდ რთული გამოდგა...

ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს, საზოგადოების, ყველა ინსტიტუტის, ყოველი ცალკე აღებული მოქალაქის მაქსიმალური პასუხისმგებლობა იმაზე - რაც ჩვენს გვერდით მოხდა და კიდევ არაერთხელ მოხდება, თუ ძალადობა დარჩა, როგორც ქცევის ნორმა, როგორც მახინჯი „რა ჩემი საქმეას“ გამოვლინება.

ნუ დავხუჭავთ თვალებს!

ნუ დავიგმანავთ ყურებს!

ვიღაც, ჩვენს გვერდით, დახმარებას ითხოვს!!!

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2014

მიუხედავად იმის, რომ აგვისტო დასვენებისა და შვებულებების თვეა, ფონდი „სოხუმის“ახალგაზრდული ფრთის  წევრებმა  სასიამოვნო დასვენება სასარგებლო საქმიანობასთან შეათავსა. ზაფხული ნაცნობების და თანამოაზრეების შეძენის საუკეთესო საშუალებაა, რაც  ლიდერებმა ახალგაზრდული ქსელის  მუშაობისთვის გამოიყენეს.

გაჩნდა მრავალი ინიციატივა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, გახდნენ  ქსელის აქტიური წევრები. კონტაქტები გრძელდება ონლაინ რეჟიმში, რაც აისახება ფონდი  „სოხუმის“ ახალგაზრდულ ფეისბუქ-გვერდზე.

ჩანაწერებიდან:

  • აღმოსავლეთ საქართველოში ბევრი ახლგაზრდული ქსელია შექმნილი, რომლების სხვადასხვა სფეროს ემსახურებიან. წელს გავიგე ფონდი „სოხუმის“ შესახებ და აღფრთოვანებული დავრჩი მისი საქმინობით. ფონდი ააქტიურებს ახალგაზრდებს, მატებს მათ სტიმულს და ასწავლის მოხალისეობის არსს. მთავარი კი ისაა, რომ ქსელის თითოეულ წევრს აქვს რეალიზების საშუალება. - რეზი
  • მე ქუთაისიდან ვარ, ვწუხვარ, რომ აქამდე არაფერი მსმენია ფონდის შესახებ და პირობას ვდებ, რომ დღეიდან თქვენი აქტიური წევრი გავხდები. - თამუნა
  • ეკოკლუბისაქტიური წევრი ვარ. გამიხარდება, თუკი ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროექტში.  - ნანიკო
  • ადრე ვყოფილვარ ფონდის ღონისძიებებზე და ბევრი რამე მსმენია ამ ორგანიზაციის შესახებ. - თიკო
  • დიდი სურვილი მაქვს, გავხდე ლიდერთა სკოლის წევრი, მაგრამ ცუდია, რომ ბიჭებისთვის არ არის გათვალისწინებული. - გიორგი.

 

პროექტი  ხორციელდება  ორგანიზაცია ქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 838 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2014

ფეისბუქის ახალგაზრდულ გვერდზე ბევრი პუბლიკაცია დაფიქსირდა თემაზე „მოხეტიალე წიგნი“. ქუთაისში, შექსპირის კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ სახეტიალოდ სიმბოლურად გავუშვით „მეფე ლირი“.

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა:

- 27 წლის ვარ, აქამდე არასოდეს შევხვედრივარ ამ წიგნს. ახლა  თეატრის ახლოს ვიპოვე, წავიკითხე და იქვე დავტოვე. გამიხარდება, თუ სხვა მკითხველები გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მადლობა თქვენ!

აპრილის თვის სტატისტიკა:

189 მომხმარებელმა მოიწონა გვერდი

22 ახალი პუბლიკაცია გაჩნდა

436 დათვალიერება

ახალგაზრდული გვერდი სულ უფრო აქტიური ხდება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

როგორც  კი დაიწყო ქსელური დებატები ახალგაზრდულ პრობლემებზე, მაშინვე გაჩნდა რეკომენდაციები უფროსი თაობისგან. ისინი თავიანთი ახალგაზრდობის პერიოდს ადარებენ  ჩვენს რეალობას. იკვეთება მიზეზები - კომპიუტერი, ინტერნეტი, ცუდი ურთიერთობა  მშობლებსა და შვილებს შორის, რომლებიც თითქოს უცხონი გახდნენ ერთმანეთისთვის.

- ის, რომ დღეს თქვენ უფრო დამოუკიდებლები ხართ, ყველაფრის უფლებას არ გაძლევთ. არ უნდა დაივიწყოთ და პატივი უნდა სცეთ ეროვნულ ტრადიციებს.

- ჩვენ ახალი თაობა ვართ, რომელიც ვეცნობით, ვფილტრავთ და ვიღებთ ცივილიზაციას, რომელიც ჯერაც ტრანსფორმაციის პროცესშია. იმედი გვაქვს, ჩვენს რეალობაში მხოლოდ საუკეთესო დარჩება.

 

სხვადასხვა თაობის ურთიერთობების თემის განხილვისას ამ ორმა კომენტარმა ე.წ. ლაიქების ყველაზე დიდი რაოდენობა დაიმსახურა. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2014

ქუ­თა­ი­სის არა­რეაბლი­ტი­რებული კო­ლექ­ტი­უ­რი ცენ­ტრების ადვოკატირების საბჭომ  რეკომენდაციები - ბროშურა „ინფორმირებული დევნილები ახდენენ თავიანთი პრობლემების ადვოკატირებას“ გადასცა ქუთაისში დევნილთა რეგიონალურ სამმართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობას იმერეთში, აგრეთვე - ძელქვიანის, ნიკეას, ვაკისუბნის, ავტოქარხნის, სულხან-საბას ტერიტორიულ ორგანოებს (პედაგოგთა კავშირ „გა­ნათ­ლება და სამ­ყა­რო­სა" და ფონ­დი „სოხუმის" ერ­თობლი­ვი პრო­ექ­ტი).

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 05.04.2014

1 2 3 4 5 6 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0