ორშაბათი, 16.09.2019, 21:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 30

ქუთაისში  აფხაზეთიდან  დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში  ჩატარდა 8 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებში მონაწილეობდა 19-დან 62 წლამდე ასაკის  103 ქალი.

ფსიქოლოგთან  შეხვედრების შედეგად, ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა თქვა:- რასაც ვითმენდი, უკვე არ მოვითმენ. ამდენი წელი ყველაფერს ვაკეთებდი  ოჯახისათვის და ოჯახის გამო. მე და ჩემს ქმარს  გვქონდა გულახდილი  საუბარი. გავაკეთე პასპორტი და გავაფრთხილე, რომ წავალ, თუ ის სმას თავს არ დაანებებს. მე უნდა დავეხმარო ვაჟს, გახდეს სპორტში პროფესიონალი. მომბეზრდა მთვრალი ქმრის ყურება, მე მონა არა ვარ, ვალდებული არა ვარ ვითმინო.

ფსიქოლოგებთან ხშირმა  შეხვედრებმა, დევნილებს პირად პრობლემებთან ბრძოლის  სურვილი გაუღვიძა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2011

 

დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (აშშ) რეკომენდაციით, ფონდ „სოხუმის" წარმომადგენელი მონაწილეობდა დემოკრატიის საზოგადოებრიობის მაღალი დონის შეხვედრაში  „ახალგაზრდა ლიდერები დემოკრატიის მხარდასაჭერად: გამოწვევები და შესაძლებლობანი". შეხვედრა ორგანიზებული იყო  29-30 ივნისს ვილნიუსში (ლიტვაში), ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ  ახალგაზრდა ლიდერები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: უკრაინა, საქართველო, აშშ, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვენესუელა, ბელორუსია. მოლდავეთი, ალბანეთი, ინდოეთი და სხვა. შეხვედრის ფარგლებში დემოკრატიის გაძლიერების თემაზე  ოთხი სესია ჩატარდა: როგორ უზრუნველვყოთ ახალგაზრდობის მონაწილეობა  დემოკრატიის ფორმირებაში; ახალგაზრდა  სამართალდამცავთა უფლებების დაცვა დახურულ საზოგადოებებში; ელექტრონული დემოკრატია: მესიჯის შემუშავება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით;  დემოკრატიული დიპლომატია: ინსტრუმენტები დემოკრატებისათვის, ახალგაზრდა აქტივისტების მხარდასაჭერად. პანელისტებმა ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, მონაწილეებს ჰქონდათ  თავიანთი აზრების გამოთქმის  შესაძლებლობა დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერთა  დემოკრატიის ხაზით მოქმედების გეგმა, ასევე  გიმართა ვილნიუსის დეკლარციის ხელმოწერის ცერემონია.

1 ივლისს შეხვედრის  ყველა მონაწილე  მიიწვიეს  დემოკრატიის საზოგადოებრიობის  მინისტრთა მეექვსე კონფერენციაზე, რომელიც  ორგანიზებული იყო ვილნიუსის საგამოფენო ცენტრ ლიტეკსპოში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ  პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ლიტვის   პრეზიდენტი ქალბატონი  დალი  გრიბაუსკაიტე, აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილორი კლინტონი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს  აჟუბალისი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  საგარეო საქმეებში კეტრინ ეშტონი და სხვა.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიული საზოგადოებრიობის მოღვაწეობის გაძლიერების  აუცილებლობას  და მიესალმება  დემოკრატიაზე  გადასვლის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის ინიციატივას. დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნების განზრახვა  დემოკრატიული   საზოგადოებრიობის  მოღვაწეობის  განმტკიცებაზე  ადვოკატირებისა  და დემოკრატიულ   ფასეულობათა დაცვისათვის ქვეყნებში, რომლებიც  დემოკრატიის საფრთხეს აწყდებიან;  პოლიტიკის კოორდინაცია და მოქმედებები დემოკრატიული მმართველობის ეფექტურობის ზრდისათვის.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აუდრონიუს  აჟუბალისმა  თავმჯდომარეობა გადასცა მონღოლეთის  საზოგადოებრიობას  და თქვა, რომ  ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის  ორი წლის მანძილზე, ლიტვამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოებრიობის მიზნების განსახორციელებლად  და  ყველა ქვეყანას, რომლებიც ლიტვას მხარს უჭერდნენ, მადლობა გადაუხადა.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 789 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0