კვირა, 24.11.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 16

საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ქ. ფოთის კოლექტიურ ცენტრებში: ყოფილი სასტუმრო "აიეტი”, ელიადას ქ. № 8 და 8ა, სასწავლო ცენტრი, გორგასლის ქ. № 59, ტაბიძის ქ. № 3.

შეხვედრის მონაწილეებს მოეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე კამპანიისა და ქსელი IANSA-ს შესახებ, რომელიც არის ამავე კამპანიის ორგანიზატორი.

შეხვედრების თითქმის ყველა მონაწილეს გამოვლილი აქვს ომის მწარე დღეები და ტკივილი დანაკარგთან დაკავშირებით.

ქალბატონებმა  პროტესტი გამოთქვეს შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ.

-                    "ჩვენ არ გვინდა ცხოვრება ძალადობრივ საზოგადოებაში. გვინდა მშვიდობიანი მომავალი ჩვენი შვილებისათვის და ოჯახებისათვის”.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1155 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2011


ივნისში ჩატარდა გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა (7-8 ივნისი) და სომხეთში (15-16 ივნისი) „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით" პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" მიერ შერჩეული  იგპ  ქალები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების  ბიუჯეტის მონიტორინგს ატარებენ სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში, გენდერული ასპექტის გათვალისწინებით.

 შეხვედრები შედგა  აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოებასთან" (ქ. ბაქო) , ქ. სუმგაითის - სარაისა  და ბაქოს - იასამალის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებთან. იასამალის მუნიციპალიტეტში  არსებული 5 კომისიიდან- 3-ის თავმჯდომარე ქალია.

შეხვედრები ჩატარდა სომხეთის ქ. გიუმრის არასამთავრობო  ორგანიზაციასთან „ქალები განვითარებისათვის"; გიუმრისა და სოფელ არეგნადემის  მუნიციპალიტეტებში; სომხეთის „ოჯახის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელთან.

გაცვლითი შეხვედრებისას  მონაწილეები გაეცნენ ორსულ  ქალთა დახმარების ძალიან ეფექტურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, ყველა კონსულტაცია მშობიარობამდე და თვით მშობიარობა-უფასოა.  მშობიარე ქალებს აქვთ ერთწლიანი უფასო დეკრეტული შვებულება,  შემდეგ - 2 წლის განმავლობაში - ეძლევათ  ყოველთვიური დახმარება.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გენდერული, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების კუთხით მოუგვარებელი საკითხი, რისთვისაც აუცილებელია სპეციალური სტრატეგიის შემუშავება.

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 922 | დაამატა: moderatori | თარიღი: 16.06.2011

 

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

 ანონიმური რადიომონოლოგების ფორმატი  საშუალებას იძლევა, იდენტიფიცირების გარეშე მოვისმინოთ ქალების დრამატული ისტორია, რომელთაც მთელი ცხოვრება ისე გაატარეს, რომ არც დაფიქრებულან, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, მოძალადე ქმართან ცხოვრებისა და მუდმივი განწირულობის განცდის ნაცვლად სხვა გამოსავალი ეძებნათ.

არასრულფასოვნების განცდა, არშემდგარი კარიერა და პირადი ცხოვრება, დანგრეული ჯანმრთელობა - ეს არის საზღაური იმ მოთმინებისათვის, რაც მათზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის ციკლს ახლდა.

ეს ისტორიები იმით განსხვავდება წინა ისტორიებისაგან, რომ მათზე ამ ქალების ახლობლები ჰყვებიან და არა თვითონ. თავისი მდგომარეობის მთელი დრამატიზმი მათ ჯერაც არა აქვთ გაცნობიერებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად უჭირთ მათ ანალიზი, რეალობის ადეკვატური აღქმა.

სამწუხაროდ, ასეთები ერთეულები არ არიან...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 945 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0