შეხვედრის მონაწილეებმა გასულ თვეში ჩატარებული ვორკშოპი შეაფასეს.
- გავეცანით ლიდერთა ტიპებს, გუნდური მუშაობის მნიშვნელობას. შევეცდებით, რომ ვორკშოპზე მიღებული უნარ-ჩვევები ცხოვრებაში გამოვიყენოთ,- აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე ქალებმა.
ქალთა კლუბის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლებზეც ისაუბრეს - ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ძალადობას, არულობას და ქაოსს, ვისწრაფვით მშვიდობისა და აღმშენებლობისაკენ.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ გასულ თვეს კლუბზე და შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც დაისვა დაბინძურებული სასმელი წყლის საკითხი, წერილობით მიმართეს შესაბამის სტრუქტურას. ადვოკატირება დაწყებულია!
ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მალე გადაიჭრება და მოსახლეობას ხონში სუფთა წყალი მიეწოდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |