ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ქობულეთის
გამგეობაში უსინათლოთა კავშირის შენობის
დახურვის საკითხი დასვა. ქალთა აქტიურობით
პრობლემა დადებითად გადაწყდა-უსინათლოთა კავშირის წევრებს ქობულეთის გამგეობამ
შენობის პირველი სართული მისცა .
ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ინიციატივით, ქალებს (დედის დღეს-3 მარტს) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
გარკვეული თანხა გამოეყოთ საჩუქრად.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდა
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი დარეჯან ცხვიტარია, რომელმაც ბელგიასა და ესტონეთში მიღებული
შთაბეჭდილებები გაუზიარა მსმენელთ. მან აღნიშნა:„ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ
გვიშველის, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობის
საქმეში."
კლუბის წევრებს დაურიგდათ საინფორმაციო
ფურცლები მსოფლიოში უკონტროლო შეიარაღების აღკვეთის საერთაშორისო კამპანიასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების გამოცემის „თქვენი
გაზეთის" რედაქტორი დალი ინაიშვილი.
რომლის თქმით, ინფორმაციას კლუბის მუშაობის შესახებ სულ მალე ამ გაზეთის მკითხველიც იხილავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|