|
ივნისში ჩატარდა შეხვედრები ახალგაზრდა გოგონებთან ხონში (02.06.2011), სენაკში (10.06.2011), ფოთსა (14.06.2011) და ხურჩაში (21.06.2011). შეხვედრების თემა იყო-„გენდერული თანასწორობა და მისი მექანიზმები".
-გენდერული თანასწორობა იმას როდი ნიშნავს, დედის ფუნქციები მამამ იკისროს; შვილების აღზრდაში ორივე მშობლის როლი თანაბარი და შეუცვლელია,-ითქვა შეხვედრებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ამ საკითხზე ხურჩაში, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონში, ჩატარებული შეხვედრა, მეტად მნიშვნელოვანია.
შეხვედრებზე დევნილმა გოგონებმა გამოთქვეს აზრი, რომ ასეთ თემებზე მსჯელობა მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. |