|
"არა - ძალადობას, არა - შეიარაღებას!" - ეს იყო მთავარი მესიჯი ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული რადიოგადაცემისა, რომელიც რადიო „ძველი ქალაქის " ეთერით გადაიცა. მასში გაშუქდა საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინაღმდეგ", კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში ჩატარებული ღონისძიებების მონაწილე დევნილთა სულისკვეთება, პოზიცია.
რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მოაქვს ბოროტად გამოყენებულ იარაღს, უკონტროლო შეიარაღებას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.
-ომში და პოსტკონფლიქტურ პერიოდში ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები, ამიტომაც ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ,- ამბობენ რესპონდენტები.
გადაცემამ წარმოაჩინა უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა და გადაცემის მონაწილეთა საერთო მოსაზრება: შეიარაღებული ძალადობა მხოლოდ უკონტროლო შეიარაღების აღკვეთით შეიძლება ავიცილოთ თავიდან. |