სტარტი აიღო საერთაშორისო კამპანიამ „გლობალური კვირა შეირაღებული ძალადობის წინააღმდეგ".
11 საათი. ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთაც მოისმინეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა მიიღეს საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები და რჩევები საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების თაობაზე.
12 საათი. გაიმართა პრესბრიფინგი რეგიონული და რესპუბლიკური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისათვის. მონაწილეობა მიიღო 15-მა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტები გაეცნენ კამპანიის არსს, ისტორიას, მიზანს და ფონდი „სოხუმის" ჩართულობის მნიშვნელობას.
მათ ჩაიწერეს ინტერვიუ ფონდის წარმომადგენლებთან.
საღამოს პრესბრიფინგი და საერთაშორისო კამპანიის დაწყება გააშუქეს რეგიონულმა ტელეკომპანიებმა „რიონი", „მეგა-ტვ" (გადაცემას უძურა დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა) და პირველმა არხმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.
კამპანიის შესახებ ინფორმაცია მოისმინა რადიო „ძველი ქალაქისა" და რადიო „იმედის" ასი ათასობით მსმენელმა.
დღესვე სამ-სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრებში.
ამ ექვს შეხვედრაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ყოველმა მათგანმა თავად იწვნია ომის საშინელება და ამიტომაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საერთაშორისო კამპანიას. |