შაბათი, 27.04.2024, 02:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 18

შეხვედრები კამპანიის "გლობალური კვირა შეიარაღებული  ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პრესსამსახურებისათვის.

საკრებულოს  თავმჯდომარემ ბესიკ ნარმანიამ გაიხსენა 1991-93 წლების შეიარაღებული ძალადობის ფაქტები.

შეხვედრები ჩატარდა დევნილებთან სხვადასხვა ადგილას: შპს "ეგრისი 2002", მესამე სკოლა, სენაკის რკინიგზის ინტერნატი, მუზეუმი, სენაკის  ბავშვთა სანატორიუმი, მეხუთე ტრესტი, კვების კომბინატი, რკინიგზის სანატორიუმი და კერამიკის ქარხნის ჩასახლება.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო შეიარაღებამ.  გაიხსენეს  აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები. ითქვა, რომ  სწორედ უკონტროლო იარაღმა აქცია ისინი დევნილებად თავიანთ სამშობლოში. მათი აზრით, აქცია ერთჯერად ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ვინც მსგავსი ტრაგედია გამოიარა, განსაკუთრებით იცის მშვიდობის ფასი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კამპანიის მიმდინარეობისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდა სენაკის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის საიტზე  www.senaki.ge.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1110 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2011

ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში (მუსიკალური სკოლა-ინტერნატი, კოტეჯი №2, კულინარიული  სასწავლებელი) ჩატარდა შეხვედრები საერთაშორისო კამპანიასთან „გლობალური კვირა შეიარაღებული  ძალადობის წინააღმდეგ" დაკავშირებით.  

ყველა დამსწრემ ერთხმად აღნიშნა, რომ  ყოველგვარი ძალადობა ბოროტებაა. ნინო ჩახუნაშვილმა თქვა: „ჩვენ  აქტიურად ჩავერთვებით კამპანიაში, ვინაიდან შეიარაღებული ძალადობა ანგრევს ადამიანთა ს ცხოვრებას. მადლობა ფონდ „სოხუმს", რომ გვაკითხავთ, ინფორმაციებს გვაწვდით, საშუალებას გვაძლევთ, ჩავერთოთ გლობალური საკითხების განხილვაში."

შეხვედრების მონაწილე დევნილები  აღნიშნავდნენ, რომ უკონტროლო შეიარაღებას მოაქვს ნგრევა და უბედურება. საჭიროა ბრძოლა მისი აღკვეთისათვის. ითხოვდნენ ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო ფურცლებს იმათთვისაც, ვინც შეხვედრას  არ ესწრებოდა.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1006 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0