ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ გამართა წარმოდგენები. მაყურებელთა შორის სჭარბობდნენ მოსწავლეები.

მათ თავი შეიკავეს სცენებში ჩართვისგან, მაგრამ აქტიური და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1847 | დაამატა: admin | თარიღი: 06.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა  68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.

სცენების ნახვის შემდეგ არა მარტო მოსწავლეები, დირექტორიც კი ჩაერთო თამაშში. ამას  აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ყოველივე ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ახალგაზრდა მსახიობებთან, სკოლის დირექტორს კი გაუჩნდა მეტყველებისა და თეატრალური წრეების გახსნის იდეა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

ქუთაისის 30-ე სკოლაში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. დამსწრეთა რაოდენობა რეკორდული იყო - 58 მოსწავლე და მასწავლებელი. გაიმართა 8 წარმოდგენა, რომლებშიც მაყურებელი აქტიურად ჩაერთო.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ აღნიშნა, საინტერესო და შთამბეჭდავია, რეკვიზიტების გარეშე, ნებისმიერ სივრცეში წარმოადგინო ასეთი რეალური სცენები.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მიიღო მოწვევა, რათა წარმოდგენები ნახოს მთელმა პედკოლექტივმა და დანარჩენმა მოსწავლეებმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 769 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს სენაკის 1-ლ  სკოლაში 62 მოსწავლე დაესწრო. ფორუმ-თეატრმა 7 წარმოდგენა  უჩვენა შეკრებილებს, რამაც საინტერესო დისკუსიები და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია..

ყველაზე დიდი  მოწონება დაიმსახურა სცენამ, სადაც დედა შვილის ურთიერთობა არის ნაჩვენები. ყველამ ერთხმად შვილი დაადანაშაულა და უმეტესობამ საკუთარი თავი, საკუთარი ნაკლი დაინახა. მერე ეცადნენ, ეჩვენებინათ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, რა უნდა გააკეთონ, რომ არ განვითარდეს კონფლიქტი და შემდგომ ძალადობაში არ გადაიზარდოს. სწორედ ეს არის ფორუმ-თეატრის ერთ-ერთი შედეგი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 03.02.2015

წყალტუბოს მე-2 სკოლაში ჩატარებულ ფორუმ-თეატრს 50-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო. მაყურებლებმა ნახეს 7 წარმოდგენა, რამაც მათი ჩართულობა და საინტერესო დისკუსია გამოიწვია.

შეკრებილებს სურვილი გაუჩნდათ, ფონდი „სოხუმის“ დახმარებით სკოლაშიც შექმნან ფორუმ-თეატრი, რადგან ძალიან მოეწონათ გამოხატვის და ადამიანებთან ურთიერთობის ეს ფორმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2015

ფინდი „სოხუმის“ ფორუმ-თატრმა ახალ წელს  მუშაობა განაახლა ახალი მსახიობებითა და ახალი წარმოდგენებით.

პირველი გამოსვლა გაიმართა ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის კოლექტიურ ცენტრში. აქ მცხოვრები დევნილები კარგად იცნობენ პატარა სცენებში დასმულ პრობლემებს, ამიტომაც აქტიურად ჩაერთნენ ისინი დისკუსიებში და ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ეძებდნენ გამოსავალს რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

 

კამპანიის დღეებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ზუგდიდის უნივერსიტეტში, ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლაში, ქუთაისის ცენტრალურ პარკში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 სკოლაში.

მაყურებლებმა საინტერესო სანახაობასთან ერთად მიიღეს სანფორმაციო ფურცლები, სცენებში ჩართვის სესაძლებლობა, დისკუსიებში მონაწილეობა, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

-ეს იყო საოცრება. იმდენად რეალური, რომ ძალიან ბევრ მომენტში ჩემი თავი დავინახე. როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდები პროფესიით მსახიობები არ არიან, მივხვდი, რომ ამ ხელობის სწავლა შეიძლება. სურვილი გამიჩნდა, თავად შევქმნა ფორუმ-თეატრი. მსურველი  ბევრი იქნება, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

1 2 3 ... 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 48
სტუმარი: 48
მომხმარებელი: 0