„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, ფონდი „სოხუმი" საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, აქტიურ პოლიტიკაში მყოფ ქალბატონებთან თანამშრომლობით ცდილობს, შექმნას წინაპირობა, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდას".
ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი ქალები შეიკრიბნენ.
ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი რეგიონალური ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და საკრებულოს წევრი ქალების ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითების შესახებ მოუთხრობს ტელემაყურებელს.
ძალიან საინტერესო შეხვედრების შესახებ ყვებიან ბრიუსელში, „ნატოს" შტაბ-ბინაში მიწვეული საკრებულოს წევრი ქალბატონები, რომელთაც რეკომენდაცია ფონდმა გაუწია.
ფონდის მონიტორ ქალთა ჯგუფის წევრებმა საკრებულოს სოციალური პროგრამების მონიტორინგის კუთხით გაწეულ მუშაობაზე მოგვითხრეს. მათი თქმით, ძალიან დაეხმარათ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით აზერბაიჯანში და სომხეთში გასვლითი შეხვედრები.
როგორია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალის როლი, რამდენად კარგად ახერხებენ ისინი თანაკუთხელთა ინტერესების დაცვას, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული და რა ინიციატივები აქვთ - სტუდიაში მყოფი სტუმრები, დეპუტატი ქალები ამ საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ და, ხშირად, ისინი ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვცდილობთ, არ გავამტყუნოთ მათი იმედები". -ასეთი იყო მათი პოზიცია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |