ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 28

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 28 თებერვალს, ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე  - „ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები  თვითმმართველობისა და საზოგადოების თანამშრომლობის კონტექსტში". ღონისძიებაზე საზოგადოების საკმაოდ ფართო სპექტრი, მედიასაშუალებები, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის" პროექტის, მისი მიზნებისა და ამოცანების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ და საშუალება მიეცათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროებები აქვს სხვადასხვა გენდერულ ჯგუფს და რა გზები არსებობს მათი მოგვარებისათვის.

საუბარი შეეხო საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც ხშირად უთანასწორობას წარმოშობს, გაჟღერდა სკოლაში გენდერული განათლების აუცილებლობის საკითხი. დევნილ ქალთა სახელით ითქვა, რომ საზოგადოების ეს ჯგუფი, პირველ რიგში, ინფორმაციის დეფიციტს განიცდის, მისთვის არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივი რესურსები.

საკრებულოს წარმომადგენელთა აზრით, საჭიროა იმ  ჯგუფების გაძლიერება, რომელთაც ნაკლებად შეეხოთ სოციალური დაცვის ღონისძიებები. ეს ადგილობრივი რესურსების სამართლიან და თანაბარ განაწილებას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „25-ე არხზე".

 

http://www.tv25.ge/?page=news&news_id=10198

 

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

ჟურნალ „ქალთა ხმის" პირველმა ნომერმა გასული წლის მუშაობის შედეგები გააცნო მკითხველს. რით იყო საინტერესო და გამორჩეული, რას მიაღწია ორგანიზაციამ, რა ხდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, როგორ მიმდინარეობს მუშაობა ქალებთან, ახალგაზრდებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან...

ჟურნალის სტატიები ამ შეკითხვებზე  გასცემს პასუხს.


Donwload>>>

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 861 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

სოფელ ხურ. ქუთაისელი და ხურჩელი ახალგაზრდები. კარგა ხნის წინ დაგეგმილი დებატები „ადამიანური უსაფრთხოება".

საკითხები, რომლებიც განიხილებოდა აქამდე 5 ქალაქში. პოზიციები, რომლებსაც აფიქსირებდნენ ახალგაზრდები, ისეთი სიმწვავით არ გამოირჩეოდა როგორიც  აქ, პატარა სოფელში, სადაც ყოველი დილა  საომარი ვითარების გამწვავების შიშით თენდება.

"ჩემთვის ძალიან ემოციურია ვიყო ადგილას, რომელიც ასე ახლოა აფხაზეთთან..."

„შორიდან თითქოს არ ჩანს ის პრობლემები, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობისას იქმნება."

„ჩემი მშობლები ნაბაკევში ცხოვრობენ, მე ზუგდიდში ვსწავლობ და ხშირად მექმნება წინააღმდეგობები მესაზღვრეებთან. ვიცი, რომ ჩემისთანა ბევრია".

„რთულია, ისაუბრო და ეძიო გამოსავალი - ეს არ არის დამოკიდებული უბრალო ადამიანებზე და წყდება სადღაც უფრო მაღალ პოლიტიკურ „ასპარეზზე".

ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ თებერვლის თვეში ჩატარებულ დებატებზე დაფიქსირებულ პრობლემებს რამდენიმე თვეში ნაკლებად შეხვდებიან.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 913 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

თვის განმავლობაში ჩატარდა იურისტის 6 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრები პროდუქტიული იყო - მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონზე, ცვლილებებზე, იმ საკითხებზე, რაც თავად აინტერესებდათ.

14 თებერვალს ორი უჩვეულო შეხვედრა გაიმართა №5 და №6 სკოლებში მე–8-მე–11 კლასის მოსწავლეებთან. მათ დავურიგეთ ბუშტები და ფურცლები, რომლებზეც ეწერა, რომ წელიწადში 365 დღე უნდა იყოს სიყვარულის დღე.

ახალგაზრდებმა გვითხრეს:

„ყოველი დღე იმის შეგრძნებით უნდა თენდებოდეს, რომ საყვარელი ადამიანი ასიამოვნო და გააბედნიერო".

„რაც მეტი სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, მით ნაკლები იქნება ძალადობა".

„ყოველი დღე არ უნდა იყოს სიყვარულის დღე, რადგან ყოველდღე ვერ ვაჩუქებ შეყვარებულს საჩუქარს, მაგრამ სიყვარულით ყოველდღე უნდა გიყვარდეს".

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0