კვირა, 24.11.2024, 00:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 13

თებერვლის დასაწყისიდან ქუთაისში ჩატარდა სამი ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან და ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ინკლუზიური ბავშვების პრობლემებსა და მათ უფლებებზე.

შეხვედრებს 19-დან 55 წლამდე ასაკის 27 ქალი ესწრებოდა.

საუბრის მთავარი თემა იყო ურთიერთგაგება. უფრთხილდება თუ არა ადამიანი ურთიერთობებს? რა ეხმარება ადამიანებს და რა უშლით ხელს ურთიერთობებში? როგორ ყალიბდება მოსმენისა და გაგონების ნიჭი? დანახვისა და იგნორირების? როგორ მოვექცეთ სიტყვებს და იმ ენერგეტიკას, რომელსაც ვაგზავნით...

 

თემამ დააინტერესა ქალები. შეხვედრებზე აქტიური დისკუსიები გაიმართა. ზოგიერთმა მონაწილემ თავისი ნაკლი აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ შეეცდება მის გამოსწორებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 13.02.2014

ქუთაისის სამ კოლექტიურ ცენტრში იურისტის საინფორმაციო შეხვედრას სხვადასხვა ასაკი 27 ადამიანი  ესწრებოდა. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" და იმაზე, რა ცვლილებები შევა კანონში უახლოეს მომავალში კანონპროექტის მიხედვით.

დამსწრეებს ჰქონდათ კითხვები დევნილის სტატუსის მიღებასთან და უკვე რეაბილიტირებულ კოლექტიურ ცენტრში ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით. იურისტმა კონსულტაცია გაუწია ერთ-ერთ მონაწილეს (პრობლემა - ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე მასწავლებლის მხრიდან და  ბავშვის უფლებების დარღვევა).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 13.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0