კვირა, 24.11.2024, 00:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 25

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას ამჯერად სამი ახალი წევრი დაესწრო - მათ შორის ერთი აფხაზეთიდან დევნილია. ისინი კლუბის საქმიანობით დაინტერესდნენ და  თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.

კლუბის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა თამარ დუმბაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს - მოტივაცია  ამომრჩეველ ქალთა კლუბში მუშაობის შედეგად გაუჩნდა

თამარ დუმბაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ კლუბის წევრები - შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, შეგროვდება ხელმოწერები, ჩატარდება წინასაარჩევნო მხარდასაჭერი კამპანია. ამისთვის მათ სპეციალური სწავლება ესაჭიროებათ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2014

სენაკის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა მორიგი დებატები თემაზეადამიანური უსაფრთხოება". ეს რიგით მეხუთე ქალაქია, სადაც ახალგაზრდები თავიანთ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი რუსუდან ინალიშვილი, რომელმაც საინტერესო მასალა წამოადგინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ. მონაწილეებმა ჩამოთვალეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის მათ: სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც საომარი ვითარების შემთხვევაში ეპიცენტრად აქცევს ქალაქს; კრიმინალის ზრდა ქვეყანაში; გარემოს დაბინძურება; ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების არარსებობა. 

დებატებმა საინტერესოდ ჩაიარა. ყველა კიდევ ერთხელ დაფიქრდა მეტად აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეთა თქმით: 
ჩვენ თავად ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს და შემდეგ ვეძებთ გამოსავალს, აუცილებელია თითოეული ადამიანის ცნობიერების ამაღლება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ასპექტში. 

მთავარია, იყოს მშვიდობა!" 

არაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა უფლისა..." 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2014

გვეგონა, ბევრი რამ გავითვალისწინეთ ბიუჯეტში სოციალურ უთით, თუმცა ტრენინგმა პრობლემები სულ სხვა რაკურსით დაგვანახა, და უკვე ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი", - ასე შეაფასეს ბორჯომში ჩატარებული ტრენინგი საკრებულოს წევრებმა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე.

შეხვედრაზე  განხილულ იქნა დებულებაში შეტანილი ცვლილებები, გაკეთდა ანალიზი გენდერული სურათის ირგვლივ. საბჭოს წევრები გაეცნენ დაგეგმილ კვლევასა და ანკეტებს, რაც საშუალებას მოგვცემს, გაკეთდეს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების ანალიზი.

საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულო მზადაა მათი მუშაობის მხარდასაჭერად - ამის დასტურია ის, რომ საკრებულოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოსათვის გამოიყო ოთახი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 866 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2014

ოზურგეთელ ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია „გურიაში" მოეწყო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მედიის ჟურნალისტები, რომელთა შორის იყვნენ  ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

ჟურნალისტები მზად არიან, არა მარტო გააშუქონ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის" მუშაობა, არამედ მეტი ყურადღება მიაქციონ სოციალურ თემებს, ქალთა პრობლემებს, გენდერულ საკითხებს.

მათ გაუჩნდათ იდეა, მოამზადონ ერთობლივი მედიაპროექტი. მზად არიან, თავიანთი გამოცდილება და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა მოიძიონ ახალი ფინანსური რესურსები გენდერულ საკითხებზე დამატებითი მუშაობისთვის.

 

         პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 966 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0