ოჯახური კონფლიქტები
და მათი მართვის მექანიზმები - ამ თემაზე
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ახალგაზრდებთან.
- თუ კონფლიქტს განვითარების საშუალება მივეცით,
შედეგად ძალადობას მივიღებთ. - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.
- ვინ როგორ, რა მეთოდებით
ახერხებს კონფლიქტების მართვას - თითოეული მონაწილე შეეცადა ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.
დისკუსიისას საინტერესო
მომენტი გამოიკვეთა: მონაწილე გოგონების უმრავლესობა თვლის, რომ თუ სურთ ოჯახური კონფლიქტების
შეჩერება, საკუთარ პოზიციაზე ხშირად უარი უნდა
თქვან.
რადიკალურად განსხვავებული
იყო მამაკაცების პოზიცია (ვორკშოპს ორი ახალგაზრდა მამაკაცი ესწრებოდა). ისინი, ძირითადად, ქალებს ადანაშაულებენ: - კონფლიქტი მეუღლეებს შორის მაშინ ვითარდება, თუ ქალები არ თმობენ და მამაკაცებს
არ ემორჩილებიან.
დისკუსიის შემდეგ ჯგუფი
ერთ მოსაზრებამდე მივიდა: საჭიროა მეტი
ინფორმირება. მსგავსი ტიპის ვორკშოპებს ბიჭებიც უნდა ესწრებოდნენ, რომ მათი ცნობიერება მხოლოდ სტერეოტიპებს არ ეფუძნებოდეს.
პროექტი ხორციელდება
ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |