კვირა, 24.11.2024, 00:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 18

მას შემდეგ, რაც სენაკში  გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, ადგილობრივი ჟურნალისტები ყველა ღონისძიებაში მონაწილეობენ და აშუქებენ ამ ახალი სტრუქტურის საქმიანობას.

როგორც ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრაზე გამოჩნდა, მათ აქვთ მოტივაცია,  აინტერესებთ გენდერული საკითხები და მზად არიან, მედიის საშუალებით წამოსწიონ ეს საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2014

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომა მიჰყავდა ნატალია ხუბუას, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარესა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ტრენინგის მონაწილეებმა (რომელიც ჩატარდა ბორჯომში სენაკის, ქუთაისისა და ოზურგეთის საკრებულოების წევრებისთვის) შთაბეჭდილებები გაუზიარეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს და წარუდგინეს ტრენინგის დროს შემუშავებული გენდერული თანასწორობის სტრატეგიული გეგმა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული გენდერული სურათი. საბჭოს წევრები გაეცნენ ცვლილებებს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში და დაგეგმილ  კვლევას ადგილობრივი გენდერული საჭიროებების თაობაზე.

დადგინდა, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს მუშაობას გენდერული სიტუაციის ანალიზზე და შეიმუშავებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ  გეგმას, რომელსაც განსახილველად წარუდგენს საკრებულოს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2014

ფოთი, 11 თებერვალი.

შეხვედრი მონაწილეები 12 გოგონა და ვაჟი.

თემა - გენდერული ბალანსის შექმნა  საქართველოში.

შეხვედრა დაიწყო გაცნობით, რადგან მონაწილენი პირველად ესწრებოდნენ შეხვედრას.

ძირითადი თემის განხილვამ გამოიწვია აქტიური დისკუსია.

მონაწილეები ამბობდნენ, რომ საქართველოში ძნელად შეიცვლება ცნობიერება, რადგან ტრადიცია და წეს-ჩვეულებები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ქრისტინე ხარჩილავას მოსაზრება: „ჩემ ოჯახში კვე არსებობს თანასწორობა, ზურგს უკან ბევრი ჭორაობს ჩვენს შესახებ, თითქოს სუსტია ჩემი მეუღლე, მაგრამ ჩვენ ვიცით,ვენს ოჯახს რა არგებს"

 

სენაკი, 18 თებერვალი.

შეხვედრი მონაწილეები - 15 მოსწავლე.

თემა - გენდერული ბალანსი და ქართული საზოგადოება, ტრადიციები და სტერეოტიპები.

შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები საინტერესო და დასაფიქრებელი იყო.

„აუცილებელია ამ თემებზე ახალგაზრდებთან საუბარი, მე მომწონს თანაბარი ურთიერთდამოკიდებულება, ქალსა და მამაკაცს შორის პასუხისმგებლობის თანაბარი განაწილება" - შეხვედრის მონაწილე ვაჟი.

ძალიან არ მმწონს ჩემი მშობლების დამოკიდებულება ერთმანეთთან. მაღიზიანებს დედაჩემის მორჩილება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ცნობიერება უნდა  შეიცვალოს, თანაბარუფლებიან საზოგადოებაში ცხოვრება ბევრად უკეთესია და ჯანსაღ თაობა გაზრდება" - შეხვედრის მონაწილე გოგონა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2014

ახალგაზრდული დებატების ციკლი გრძელდება. თემა „ადამიანური უსაფრთხოება"  აქტუალური აღმოჩნდა  და 6 ახალგაზრდულ  ცენტრში შეკრებილები აფიქსირებენ თავიანთ აზრს, განიხილავე ადამიანური უსაფრთხოების 7 კომპონენტს, განსაზღვრავე საკუთარ წვლილ პრობლემების მოგვარებაში. 

 

17 თებერვალს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ახალგაზრდების აზრით, ჩვენს ქვეყანაში ადამინური უსაფრთხოების ბევრი კომპონენტი ირღვევა და იმდენად ბევრ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დაუცველობის შეგრძნება თავისთავად გეუფლება. ამიტომ ჩვენვე უნდა ვიმოქმედოთ, რომ უფრო მეტად დაცულ გარემოში ვიცხოვროთ.

 

18 თებერვალს ფოთში განსაკუთრებით წამოსწიეს ეკოლოგიური საფრთხე, რომლის წინაშე დგას მოსახლეობა მოუწესრიგებელი თევზსაჭერი მეურნეობის გამო. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც საფრთხეს უქმნის არსებობას, რადგან კითხვაზე, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად -  ერთხმად ასახელებენ უმუშევრობას. ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ საფრთხეს ხშირად თავად ქმნიან - ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები.

 

დებატები თემაზე „ადამიანური უსაფრთხოება" დასრულდება სოფელ ხურჩაში, სადაც ადგილობრივი და ქუთაისელი ახალგაზრდები შეაჯამებენ მთელი თვის მუშაობას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 726 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2014

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრისას მუშაობა ასოციაციური და მენტალური ბარათებით წარიმართა. მონაწილენი გაოცდნენ თავიათი არჩეული ბარათებით და ფსიქოლოგის ინტერპრეტაციებით, თავიანთი ცხოვრების  დაფარული მხარე და საინტერესო დეტალები აღმოაჩინეს. მუშაობაში ჩართული იყო მონაწილეთა მთელი ჯგუფი - ბარათებს ყველა თავისებურად ხედავდა და ხსნიდა...

 

ხონში ჩატარებულ შეხვედრას 16 ბიჭი და გოგონა ესწრებოდა. ბევრი იმსჯელეს, ახდენენ თუ არა მაქსიმალურად რეალიზებას სოციუმში, რამდენად უშლით ხელს გარემო პირობები. მოზარდებმა დაასახელეს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ინტელექტუალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლით ურთიერთობის არეალის გაფართოებაში, უკარგავს სტიმულსა და თვითშეფასებას.

 

18 თებერვალს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ტრადიციულ შეხვედრასთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციებიც გამართა. ერთ-ერთ ქალბატონს ოჯახური პრობლემების შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა აწუხებს, მეორეს კი - შვილის ქცევებთან დაკავშირებული პრობლემები.

ფსიქოლოგმა სათანადო პასუხები გასცა მათ და შემდგომ დახმარებასაც დაჰპირდა.

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0