ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

 

სენაკის #7 საჯარო სკოლაში ჩატარდა დებატები აქტუალურ თემაზე „ბულინგი - ახალი ტერმინი, თუმცა კარგად ნაცნობი ძალადობის სახე“.

სენაკი მესამე სკოლაა, სადაც დებატები აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დაცინვის მსხვერპლი, რაც  ხშირად კონფლიქტის და  მოზარდ თაობაში აგრესიის მიზეზი ხდება.

ახალგაზრდული ქსელის ლიდერის ინიციატივით ჩატარდება გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დადგინდება ბულინის პროცენტული მაჩვენებელი სენაკის სკოლებში. შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ვორკშოპებს სკოლებში ტოლერანტობის თემაზე. ეს ერთი ნაბიჯი იქნება ძალადობის ამ ფორმის პრევენციისკენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 608 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი მუდამ მზადყოფნაშია, უმასპინძლოს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებს.

9 დეკემბერს  სტუდენტებთან ჩატარდა დებატები ძალადობის თემაზე. 

ახალგაზრდებმა გაიაზრეს, თუ რამდენი ძალადობის ფაქტი ხდება ჩვენს ირგვლივ და რომ თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი.

- ჩვენ პრევენციის გზების ძიებაში უნდა ჩავერთოთ, რათა შემდეგ თაობას ჰქონდეს თავისუფალი და არაძალადობრივი გარემო, - აღნიშნეს დებატების მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 641 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

 

4 დეკემბერს ფოთის საინიციატივო ჯგუფმა მე-7 საჯარო სკოლაში ჩაატარა დებატები თემაზე „ბულინგი - ძალადობის ერთ-ერთი ფორმა“. იდეა სკოლის დირექტორს ეკუთვნის. მან მოიწვია ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი და ამით დააფიქსირა კამპანიაში სკოლის მონაწილეობა.

დებატებმა საინტერესოდ  ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინიციატივა, თავად მოამზადეს ლოზუნგები და სკოლის ეზოში ჩაატარეს აქცია ძალადობის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 04.12.2014

 

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რა ინფორმაციებს ფლობენ ახალგაზრდები აივ ინფექციაზე - ამ საკითხზე გამართეს დისკუსია წყალტუბოს ახალგაზრდული დებატ-კლუბის წევრებმა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  დაინფიცირებული ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რაც ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული.

რა გავლენას ახდენს  მოზარდის ფსიქოლოგიაზე გარემო, რას გრძნობენ ის ბავშვები, რომელთა ოჯახშიც ძალადობაა - ამ საკითხებით ხონის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. დისკუსია ამ თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რამაც  საინტერესო ფონი შექმნა. ისაუბრეს საზოგადოების გულგრილობაზე. დასახელდა კონკრეტული მაგალითი, როგორ გახდა მოზარდი სუიციდის მსხვერპლი.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს იძლევა, ამიტომაც  აუცილებელია ახალგაზრდობა აქტიურად იყოს ჩართული კამპანიაში. ეს ხელს შეუწყობს არაძალადობრივი კულტურის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2014

სენაკის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დებატებზე კიდევ ერთხელ  განიხილეს ძალადობის თემა. მათი თქმით,  ძალადობრივმა ფონმა უნდა გამოაფხიზლოს თითოეული მოქალაქე. თუმცა ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩვენი საზოგადოება  ვერ ეგუება ქალის გააქტიურებას და დამოუკიდებლობას. ამიტომაც ჩნდება პრობლემები „თანამედროვე ქალსა“ და „ტრადიციულ მამაკაცს“ შორის, რაც საბოლოოდ ძალადობამდე მიდის. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური ფონი, რადგან ბევრ ოჯახში სწორედ ეს ხდება განხეთქილების მიზეზი.

მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს 16-დღიან კამპანიაში ჩასართავად, რაც მრავალ აქტივობას გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 726 | დაამატა: admin | თარიღი: 14.11.2014

 

ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა დებატები თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“. სტუდენტებმა კიდევ ერთხელ განიხილეს მიზეზები, რომელთა გამოც ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი და რა მექანიზმების შემუშავება უწევს ხელისუფლებას პრევენციის ზომების მისაღებად.

25 ნოემბრიდან საქართველო უერთდება 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან  ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და  ფონდი „სოხუმის“ ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 835 | დაამატა: admin | თარიღი: 13.11.2014

 

რა განაპირობებს ძალადობრივი ფონის ზრდას ჩვენს ქვეყანაში?

10 ნოემბერს ფოთის ახალგაზრდულ ცენტრში გამართული დებატები ამ თემას  მიეძღვნა.

ახალგაზრდების აზრით, დღეს ქალებმა უფრო მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ და არ ეგუებიან ძალადობას. მედიაც უფრო მეტად აშუქებს ძალადობის ფაქტებს. დებატების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

საინიციატივო ჯგუფი ემზადება 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. დაგეგმილია საინტერესო აქტივობები, რომლებშიც ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 10.11.2014

1 2 3 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 33
სტუმარი: 33
მომხმარებელი: 0