ხუთშაბათი, 18.04.2024, 20:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 07

ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდული ქსელის ცენტრების ლიდერების შეხვედრა ჩატარდა. შეფასდა გასული წლის მუშაობა და შემუშავდა მიმდინარე წლის სტრატეგიული გეგმა. თითოეული ცენტრის ლიდერმა განსახილველად წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები.

დაიგეგმა  ქსელური დებატების ციკლი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოება", რომელიც 24 თებერვალს დასრულდება სოფელ ხურჩაში შეხვედრით, სადაც ხურჩელ ახალგაზრდებთან ერთად მათი ქუთაისელი თანატოლებიც იქნებიან.

ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ქსელის მუშაობა უფრო და უფრო აქტიური ხდება, რაც დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების გააქტიურებასაც ნიშნავს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 08.02.2014

ახალი 2014 წელი ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდულმა ქსელმა კრეატიული ინიციატივებით დაიწყო. დეკემბრის შემაჯამებელი დებატების შემდეგ ახალგაზრდა ლიდერებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ონლაინ-გამოკითხვა „ჩემი სურვილი 2014 წელს". იდეა ითვალისწინებდა 13-30 წლის ახალგაზრდა ბენეფიციარების გამოკითხვას, რაც დაეხმარებოდა ახალგაზრდულ ქსელს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვაში.

გამოკითხვა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფელ ხურჩაში. დაფიქსირებულია 1718 ახალგაზრდის აზრი.

 

გამოკითხვის შედეგები

 

ქუთაისი - გამოკითხულია 470 რესპონდენტი. უმრავლესობას სურს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. „ბევრი ფული" - ეს სურვილი პირველ ადგილს იკავებს, შემდეგ მოდის - ჯანმრთელობა და განათლების მიღება საზღვარგარეთ.

წყალტუბო -  202 დევნილ რესპონდენტთაგან უმეტესობას საკუთარი საცხოვრებელი ფართი უნდა. მეორე მნიშვნელოვანი სურვილია - მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ბოლოს - რესტავრირებულ და გალამაზებულ წყალტუბოში ცხოვრება.

ხონი - 200 რესპონდენტის ძირითადი სურვილებია: ჯანმრთელობა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება, სამსახური.

სენაკელმა 315-მა ახალგაზრდამ ასეთი სურვილები დააფიქსირა: ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა (iphone, ipad, notebook apple და ციფრული ფოტოაპარატები), გამოცდების ჩაბარება და მშვიდობა.

ფოთელ ახალგაზრდებს (გამოკითხულია 277 რესპონდენტი) სურთ მეტი გასართობი ადგილი ქალაქში, სამუშაო ადგილები და ჯანმრთელობა.

ხურჩაში (და ზუგდიდში) გამოკითხულთა (254 ახალგაზრდა) ერთსულოვანი პასუხი - „მშვიდობა, მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა", ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ფასის გასაცნობიერებლად. იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არ არის პრიორიტეტული არც ძვირადღირებული ტექნიკა, არც გასართობი ადგილები, მათი სურვილია ადამიანური უსაფრთხოება და მშვიდობიან გარემოში ცხოვრება.

 

აღნიშნული გამოკითხვის შედეგებისა და ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ახალგაზრდული ქსელი  არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)a

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 07.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0